ნაზუქი

მ ა ს ა ლ ა :

რძე – 1,5 ლიტრი

კარაქი ან მარგარინი – 500 გრამი

შაქრის ფხვნილი – 1 კილოგრამი

ქიშმიში – 1 ჩაის ჭიქა

კვერცხი – 10 ცალი

შესქ.რძე – 1 ჩაის ჭიქა

საფუარი – 2 ცალი (50 გრამიანი)

ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, მარილი – გემოვნებით

 

2 ჩაის ჭიქა რძეში გავხსნათ საფუარი და დავდგათ გასაფუებლად. ავიღოთ 1 ლიტრი რძე, გავხსნათ კიდევ ერთი საფუარი, ავურიოთ გაფუებულ რძეში. ჩავამატოთ გათქვეფილი კვერცხები (4 კვერცხის გული შევინახოთ ზემოდან წასასმელად ), შაქრის ფხვნილი, შესქელებული რძე, ქიშმიში, გამდნარი ცხიმი, ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, მარილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. როცა კარგად ამოვა, ჩავზილოთ და ისევ დავდგათ გასაფუებლად. შემდეგ ამოვაგუნდავოთ, გავჭრათ შუაზე , გავაბრტყელოთ, მივცეთ მოგრძო ფორმა, წავუსვათ რძეში გათქვეფილი კვერცხის გული და ასე მომზადებული კიდევ გავაჩეროთ 1-2 საათი. თუნუქის ფურცელზე მოვაყაროთ ფქვილი, დავალაგოთ მომზადებული ნაზუქი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*