უგემრიელესი კარამელის ტორტი “ჩემპიონი”

 

ტორტი “ჩემპიონი”

შემადგენლობა

კარამელის პასტა

თეთრი შაქარი 125 გ

კარაქი 20 გ

მოლაზი(კარამელის სიროფი, აქვს ოქროს ფერი. იგი გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში ნაყინის და ჯემების წარმოებისთვის) 75 გ

ნაღები 33-35% 205 გ

კარამელის მინანქარი.

თეთრი შაქარი 130 გ

ნაღები 33-35% 107 გ

წყალი 107 გ

კარტოფილის სახამებელი 5 გ

ჟელატინი 4 გ

კარამელი მუსი

ჟელატინი 8 გ

ნაღები 33-35% 320 გ

კვერცხის გული 4 ცალი

შაქარი 120 გ

გრანულირებული შაქარი 20 გ

წყალი 50 გრ

რძე 180 გ

კარამელიზებური მსხალი

მსხალი 600 გ

თეთრი შაქარი 25 გ

ვანილის ექსტრაქტი  ½ ჩ.კ.

ფორთოხლის ცედრა 5 გ

თხილი-ფორთოხლის შრეიზელი.

თეთრი შაქარი 100 გრ

კარაქი 100 გრ

ხორბლის ფქვილი 100 გრ

თხილის (ფუნდუკის)ფქვილი 100 გრ

ფორთოხლის ცედრა 2 გ

მარილი 1 გ

შოკოლადის ბისკვიტი

ლერწმის შაქარი 185 გ

ხორბლის ფქვილი 69 გ

კაკაოს ფხვნილი 33 გ

კარაქი 45 გ

კვერცხის ცილა 144 გ

კვერცხის გული 7 ცალი

მომზადება

1 დაიწყეთ ბისკვიტის მომზადებით. გაცერით 69 გ ხორბლის ფქვილი და 33 გ
კაკაოს ფხვნილი. ათქვიფეთ 7 კვერცხის გული 120 გ ყავისფერ შაქართან ერთად, ცალკე ათქვიფეთ 5 ცილა დარჩენილ შაქართან ერთად. აკურატულად შეურიეთ ათქვეფილი ცილები და გულები ერთმანეთს.
კვერცხიან მასას დაუმატეთ კაკაოიანი ფქვილი. ნელ-ნელა ჩაასხით 45 გ გამდნარი კარაქი. ცომი ფორმაში გადაიღეთ (22–24 სმ დიამეტრის) და აცხვეთ 160 გრადუსზე. ბისკვიტის მზაობა შეამოწმეთ ჩხირით. დააცადეთ გაგრილება, შემდეგ შემოახვიეთ საკვები ცელოფანი და შედეთ მთელი ღამით მაცივარში.

2 მოამზადეთ კარამელის პასტა. შეურიეთ 125 გ შაქარი, 75 გ ნეკერჩხლის სიროფი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ კარამელის ფერს არ მიიღებს. 205 გ ცხელი ნაღები ჩაასხით სიროფში და სწრაფად მოურიეთ. დაუმატეთ 20 გ ნაღების კარაქი და ბლენდერით ათქვიფეთ. მთელი ღამით დატოვეთ მაცივარში.

3 მოამზადეთ თხილის და ფორთოხლის შტრეიზელი. დაფქვით თხილი, დაუმატეთ 100 გ ხორბლის ფქვილი, 2 გ ფორთოხლის ცედრა, 1 გ მარილი, 100 გ შაქარი, 100 გ ნაღების კარაქი. მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ ბისკვიტის დიამეტრზე, გადააკარით საკვები ცელოფანი და შედეთ მაცივარში 2-3 სთ. გამოაცხვეთ ღუმელში 25 წთ, 160 გრადუსზე.

4 თასში ჩაყარეთ 25 გ შაქარი, ჩააგდეთ 1 ღერი ვანილი, 5 გ ცედრა ფორთოხლის და ხარშეთ, კარამელის მიღებამდე. გაფცქვენით მსხალი, დაჭერით კუბიკებად და დაუმატეთ კარამელი. შეათბეთ ცეცხლზე 2 წთ.

5 გააკეთეთ კარამელის მუსი. 8 გ ჟელატინი დაალბეთ წყალში. 120 გ შაქრით გააკეთეთ კარამელი და ჩაასხით 50 გ ცხელი წყალი. 4 კვერცხის გული შეურიეთ 20 გ შაქარს და ძალიან ნელა, ჩაასხით 180 მლ ცხელი რძე. დაუმატეთ კარამელი, დადგით ცეცხლზე და გააკეთეთ კრემი. დაუმატეთ ჟელატინი, ათქვიფეთ ბლენდერით და შეურიეთ კარამელის კრემი.
გაჭერით ბისკვიტი შუაზე. ორივე ნაწილს წაუსვით კარამელის პასტა. შტრეიზელზე დადეთ ცოტა კარამელის მუსი, ზემოდან დაადეთ ბისკვიტი კარამელიანი პასტით. შემდეგ კვლავ ცოტა მუსი. დადეთ მსხლები, დაასხით დარჩენილი მუსი. მეორე ბისკვიტის ნაწილი ქვემოთ მოაქციეთ. შედეთ 2 სთ საყინულეში.

6 ტორტის აწყობა. ბისკვიტი გავჭრათ შუაზე. წავუსვათ კარამელის პასტა გაჭრილი მხრიდან ორივე ნახევარს. შტრეიზელს დავასხათ ცოტა კარამელის მუსი, დავადოთ ნახევარი ბისკვიტი, კარამელიანი მხარე ზევით, დავასხათ ნახევარი მუსი, ზემოდან მსხალი, შემდეგ დარჩენილი მუსი, დავადოთ მეორე ბისკვიტი კარამელით ქვედა მხრიდან, მოვათავსოთ საყინულეში 2 საათით.

7 მოამზადეთ კარამელის მინანქარი. დაალბეთ 4 გ ჟელატინი, გააკეთეთ კარამელი 130 გ შაქრით და დაუმატეთ 107 გ შემთბარი ნაღები. სახამებელი შეურიეთ 107 მლ წყალს და ჩაასხით კარამელში. ადუღეთ 5 წთ. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ჟელატინი და გააციეთ. გამოიღეთ საყინულედან ტორტი და მოასხით მინანქარი. მორთეთ შოკოლადიანი ფორთოხლებით.მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მესამე დღეს ტორტი კიდევ უფრო გემრიელია.
გემრიელად მიირთვით!

 

 

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*