ნიშნების გაშიფვრა ტანსაცმლის ეტიკეტებზე. ამ მინიშნებებით მე შიშის გარეშე ვრეცხავ და ვაუთოვებ ტანსაცმელს.

ცხოვრებაში ყველა დიასახლისი ერთხელ მაინც აფუჭებს ნივთს რეცხვის დროს. მაგრამ ეს ხდება იმის გამო, რომ იშვიათად ვაქცევთ ყურადღებას სიმბოლოებს ეტიკეტებზე. უთოს ფორმის ეტიკეტი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი სიმბოლო გაუგებარი რჩება.

значение значков на ярлыках одежды

 

ამ სიმბოლოებთან დაკავშირებით შეკითხვები რომ აღარ გაგიჩნდეთ, მათ განმარტებას გთავაზობთ. ასევე გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ გარეცხოთ ზოგიერთი ქსოვილი სწორად. შესანიშნავი შპარგალკა, რომლის წყალობით თქვენი ნივთები ახალივით იქნება.

значение значков на ярлыках одежды

ნიშნები ტანსაცმლის ეტიკეტებზე.

1.ამ ტანსაცმლის გარეცხვა შეიძლება.

2. გარეცხვა არ შეიძლება. ასეც ხდება.

3. მხოლოდ ხელით რეცხვა არის ნებადართული. ყველაზე უფრო შესაფერისი ტემპერატურა – 30-40 °C.

значение значков на ярлыках одежды

4. ხელით ან მანქანით რეცხვა. წყლის მაქსიმალური ტემპერატურა 30 °C, ან მითითებულია ამ სიმბოლოზე.

5. ხელით ან მანქანით რეცხვა. წყლის მაქსიმალური ტემპერატურა 30 °C. არ შეიძლება ქსოვილის ძლიერი მექანიკური დამუშავება. რეცხვის დროს ნელ-ნელა ცივ წყალზე გადადით. სარეცხ მანქანაში გაწურვის დროს – ყველაზე მინიმალური რეჟიმი ჩართეთ.

6.ძალიან დელიკატური რეცხვა ბევრ წყალში, მინიმალური დამუშავება, სწრაფად გაწურვა დაბალ სიჩქარეზე.

значение значков на ярлыках одежды

 

7. დასაშვებია ქლორის შემცველი მათეთრებელი საშუალებებით გარეცხვა მხოლოდ ცივ წყალში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ფხვნილი და დამხმარე ნივთიერებები ბოლომდე დაიშალოს.

8. მათეთრებელი და ქლორის შემცველი საშუალება არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ.

9. გაუთოება შეიძლება.

10. გაუთოება შეიძლება (მაქსიმალური ტემპერატურა 110 °C). სჯობს ნაწარმს თხელი ქსოვილი დააფაროთ და ისე გააუთოვოთ. ორთქლი არ გამოიყენოთ.

значение значков на ярлыках одежды

 

11. გაუთოების დროს მაქსიმალურად დაშვებული ტემპერატურა 150 °C. სჯობს სველი ქსოვილი დააფაროთ და ისე გააუთოვოთ.

12. გაუთოების დროს მაქსიმალურად დაშვებული ტემპერატურა 200 °C. სელის და ბამბის ქსოვილისთვის დაშვებულია. შეგიძლიათ ნაწარმი ოდნავ დაასველოთ.

13. დასაშვებია მხოლოდ მშრალი წმენდა (ქიმწმენდა).

14. ქიმიური წმენდის დროს ნებისმიერი გამხსნელი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

15. ქიმწმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადის, ეთილენის ქლორიდის, მონოფლორიქლომანის გამოყენებით.

16. მშრალი წმენდა სპეციალური ხსნარით: ნახშიწყალბადები და ტრიფლორიქლომანი.

17. დასაშვებია ორგანული წლის დანამატები. ნაზი წმენდა.

18. დასაშვებია რეცხვა მხოლოდ ნახშიწყალბადებით და ტრიფლორიქლომანით ორგანული წყლის დანამატით. ასევე მექანიკურ ზემოქმედებას და გაშრობის ტემპერატურას ყურადღება მიაქციეთ.

 

как правильно стирать

19. სარეცხ მანქანაში რეცხვის დროს ან ელექტრო საშრობის გამოყენებისას ნაზი გაწურვის  და გაშრობის რეჟიმი აირჩიეთ.

20. სარეცხ მანქანაში გაწურვა და გაშრობა არ შეიძლება.

21. შეგიძლიათ დაბალ ტემპერატურაზე გააშროთ.

22. შეგიძლიათ საშუალო ტემპერატურაზე გააშროთ.

23. გაწურვის შემდეგ  ვერტიკალურ მდგომარეობაში გააშრეთ.

24. ამ ნივთის გაწურვა არ შეიძლება.

25. ტანსაცმელი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გააშრეთ.

как правильно стирать

 

რა თქმა უნდა, დაალაგეთ ტანსაცმელი ფერების და მასალების მიხედვით, სანამ გარეცხავთ. ყველაზე კაპრიზული არის აბრეშუმის და ბამბის ტანსაცმელი.

გარეცხეთ აბრეშუმის ნაწარმი მანქანაში დელიკატური პირობებით ან ხელით ტემპერატურაზე 30 ° C- მდე, წინასწარი გაჟღენთის გარეშე და გაუფერულების გამოყენების გარეშე. დასაშვებია სავლები ან ქსოვილის დასარბილებელი საშუალების გამოყენება.

символы на ярлыках одежды

აუცილებელია აბრეშუმის საგნები თბილ წყალში 20–25 ° С ტემპერატურაზე გარეცხოთ. ამავე დროს, წყალში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ძმარი – ეს განაახლებს პროდუქტის ფერს. გააშრეთ აბრეშუმის პროდუქტები ჩრდილში ან შენობაში. აბრეშუმი არ უნდა გაშრეს მზეზე, ბატარეებზე ან რადიატორებთან ახლოს.

символы на ярлыках одежды

ნაქსოვი ნივთები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გააშრეთ. იდეალური იქნება ღია ფერის პირსახოცზე.  ნაწარმი ბატარეასთან ახლოს არავითარ შემთხვევაში არ გააშროთ.

символы на ярлыках одежды

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*