თაფლიანი ნამცხვარი ხილით და არაჟნით, რომელსაც ბავშვობაში ხშირად გვიცხობდა ბებია.

გთავაზობთ ორიგინალურ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ ეს ნამცხვარი.

рецепт медовика

უბრალო მედოკი

ინგრედიენტები ფირფიტებისთვის:

5 კვერცხი

200 გრ შაქარი

1 ჭიქა თაფლი

2 ს.კ. მარგარინი ან კარაქი

3 ს.კ. მცენარეული ზეთი

3 ჭიქა ფქვილი

1 ს.კ. სოდა

2 ს.კ. ძმარი

рецепт медовика

კრემის ინგრედიენტები

0.7 მლ არაჟანი

1 ჭიქა შაქრის პუდრა

300 გრ ქლიავი

თაფლიანი ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 5 კვერცხი. ცილები შაქართან ერთად ათქვიფეთ, სანამ ქაფი არ წარმოიქმნება. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გულები და ერთმანეთს შეურიეთ.

თაფლი დაბალ ცეცხლზე დაადნეთ და ათქვეფილ მასას დაუმატეთ.

рецепт медовика

შემდეგ დაამატეთ კარაქი ან მარგარინი, მცენარეული ზეთი (სასურველია უსუნო) და ძმარი გახსნილი სოდაში.

рецепт медовика

თანდათანობით აურიეთ ფქვილი. მზა ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის სისქის, გაყავით იგი სამ ნაწილად. ჩაასხით თითოეული საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთის  განმავლობაში.

рецепт медовика

კრემის მოსამზადებლად არაჟანი და შაქრის პუდრა მიქსერით ათქვიფეთ.

рецепт медовика

შემდეგ დაჭერით წვრილად ქლიავი, აურიეთ და კრემით შეაერთეთ გაციებული ნამცხვრის ფირფიტები, ასევე თავზე და გვერდებზეც წაუსვით.

рецепт медовика

სასურველია 2 საათით თაფლიანი ნამცხარი მოათავსოთ ცივ ადგილას. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ნამცხვრის ნაფხვენი, დაჭრილი ნიგოზი, შოკოლადი, თქვენი შეხედულებისამებრ და გემოვნებით.

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*