15 წელია ამ ტორტს ვაცხობ. როდესაც მეგობარს გავასინჯე, მაშინვე რეცეპტი მთხოვა.

თუ ბევრს მუშაობთ და პრაქტიკულად დრო არ გაქვთ სამზარეულოში ტრიალის, ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა. ამ ნამცხვარს არ სჭირდება დრო და ძალისხმევა, თქვენ კმაყოფილი იქნებით, ოჯახის წევრები კი კვლავ მოგთხოვენ მის მომზადებას. ეს არაჩვეულებრივი ნამცხვარი ცხვება ტაფაზე, ძალიან მოსახერხებელია იმითაც, რომ არ მოგიწევთ ხანგრძლივი ლოდინი ფირფიტების გამოცხობისთვის.

ტორტი “სვეტლანა”

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 3.25 ჭიქა

შედედებული რძე 400 გრ

სოდა 1 ჩაის კოვზი

ძმარი 1 ჩაის კოვზი

რძე 750 მლ

კარაქი 200 გ

შაქარი 1.5 ჭიქა

კვერცხი 2 ცალი

ვანილი გემოვნებით

მომზადება

აურიეთ 3 ჭიქა ფქვილი, შესქელებული რძე და სოდა-ძმრით. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური.

 

торт светлана

გაყავით ცომი 8 თანაბარ ნაწილად და თითოეული ტაფის ფსკერზე გაშალეთ, გამოაცხეთ ერთი წუთის განმავლობაში ორივე მხარეს.

გვერდები თანაბრად შემოაჭერით და შეინახეთ ზემოდან მოსაყრელად.

торт светлана

გადავიდეთ კრემის მომზადებაზე. შეურიეთ 3 ს.კ. ფქვილი, რძე, შაქარი, კვერცხი და ვანილი. ნაზავი დადგით საშუალო ცეცხლზე და აურიეთ გასქელებამდე.

торт светлана

მასის გასქელების შემდეგ,  დაუყოვნებლად დაამატეთ კარაქი და გადმოდგით ცეცხლიდან. კარგად აურიეთ. ნამცხვრები თბილი კრემით შეაერთეთ და ზემოდან დაფხვნილი ნაპირები მოაყარეთ. იმისათვის, რომ ნამცხვარი გაიჟღინთოს, ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ ერთი საათით გააჩერეთ.

გილოცავთ! თქვენი შესანიშნავი დესერტი მზად არის. შეგიძლიათ მოიწვიოთ მეგობრები გემრიელ ტორტზე და გაუზიაროთ ეს რეცეპტი მათაც!

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*