კერძი, რომელიც ყველასთვის ნაცნობია ბავშვობიდან. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გუფთაა, მაგრამ განსხვავებული შემადგენლობით და საოცარი არომატით!.

არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ გუფთის მომზადება მხოლოდ ხორცისგან შეგიძლიათ.  მაგრამ გუფთის ბურთები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს: ხორციდან, თევზიდან, ოსპიდან, სოკოდან, წიწიბურადან, სოუსით ან ყველით. თუ თქვენ შეჩვეული ხართ გუფთის მხოლოდ ხორცისგან მომზადებას და არ გსურთ უარი თქვათ ჩვეულებრივ რეცეპტზე, გირჩევთ შეიტანოთ მცირე ცვლილებები, ოჯახი აღფრთოვანებული იქნება.

გეტყვით, რომ ეს არ არის მხოლოდ სოკოს გუფთა. მზარეულმა ცოტა იეშმაკა, ერთმანეთში აურია ხორცი და სოკო. არ არის აუცილებელი ცხიმში შეწვათ. ჩააწყეთ ღრმა ჭურჭელში და დაასხით სოუსი. არომატი მთელ სამზარეულოს მოიცავს და გარეთაც გააღწევს. ცოტა ხანში გუფთის დაგემოვნების მსურველთა გრძელი რიგი დადგება.

ინგრედიენტები

ღორის ფარში 450 გრ

სოკო  300 გ

მყარი ყველი 80 გრ

ხახვი 1 ცალი

ნიორი 2 კბილი

ბრინჯი. 175 გ

წყალი 160 მლ

პომიდორი 2 ცალი

ტომატის წვენი 200 მლ

ხორბლის ფქვილი 3 ს.კ.

სმეტანა, 4-5 ს.კ.

კამა 1 ჩ.კ

შაქარი 1 ჩ.კ.

მარილი და პილპლი გემოვნებით

მომზადება

მოხარშეთ ბრინჯი, გადაავლეთ ცივი წყალი და დადგით.

გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით. ხახვი, სოკო და ნიორი დააბლენდერეთ.

მოამზადეთ ფარში. თასში აურიეთ ხორცის ფარში და დაბლენდერებული ფარში, დაამატეთ მოხარშული ბრინჯი, მარილი, პილპილი, დაჭრილი კამა, გახეხილი ყველი. ყველაფერი კარგად აურიეთ.

სანამ გუფთებს მოამზადებთ, დაისველეთ ხელი ცივი წყლით, მომზადებუი ბურთები მოათავსეთ ერთ ფენად გაზქურის ფორმაში.

დაჭერით პომიდორი ნაჭრებად. დაამატეთ ტომატის წვენი, შაქარი, არაჟანი და აურიეთ.

ფქვილი კარგად გახსენით წყალში და აურიეთ ტომატიან მასაში.

დაასხით ფორმაში მოთავსებულ გუფთებს ზემოდან. თავზე გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და 180 გრადუსზე შედგით ერთი საათით.

გემო ნამდვილად საოცარია. გუფთა ნაზი და წვნიანია, სოკო კი კერძს ახალ არომატს სძენს. გაუზიარეთ მეგობრებსაც, რომ მათაც ისიამოვნონ ახალი კერძით.

 

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*