წვნიანი “მანგო” ზამთრისთვის. ვერავის ვაჯერებ, რომ ეს ჩვეულებრივი გოგრაა და არა ტროპიკული ხილი..

გოგრის კერძები ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ამ ბოსტნეულისგან მზადდება სუპი, ნამცხვარი, პიურე, სალათები,  ავსტრიაში შეგიძლიათ გოგრის შნაპსი და გოგრის ყავაც კი დააგემოვნოთ. სომხეთში აცხობენ გოგრას, უმატებენ მას ბრინჯს, აცხობენ ოსპით ან თხილით. ინდოეთში, მისგან კარგ ჰალვას ქმნიან. მას აქვს ბევრი სასარგებლო თვისება და სასიამოვნო ფასი.

заготовка из тыквы на зиму

განსაკუთრებული ტკბილი მარინადის წყალობით, ეს ნარინჯისფერი ლამაზმანი გემოვნებით მოგვაგონებს მანგოს და ნამდვილად აგავსებთ ცივ ზამთარში კარგი განწყობით.

заготовка из тыквы на зиму

გოგრა ფორთოხლით ზამთრისთვის

ინგრედიენტები

3 კგ გოგრა

600 გრ შაქარი

3 ფორთოხალი

1 ლიმონი

ლიმონის მჟავა 15 გრ

заготовка из тыквы на зиму

მომზადება

გარეცხეთ და კარგად გაასუფთავეთ გოგრა კანისგან და თესლებისგან. დაჭერით რბილობი კუბიკებად.

заготовка из тыквы на зиму

დაასხით მდუღარე წყალი ფორთოხალს და ლიმონს. ნახევარი წუთის შემდეგ დაჭერით ციტრუსები კუბიკებად.

აურიეთ დაჭრილი ინგრედიენტები, დაამატეთ შაქარი და ლიმონმჟავა და გააჩერეთ 3-4 საათით.

აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ მიღებული მასა გაანაწილეთ ქილებში და გაუკეთეთ სტერილიზაცია 30 წუთის განმავლობაში. მოხუფეთ და შეფუთეთ თბილად ერთი დღე. შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.

заготовка из тыквы на зиму

ეს გოგრა ნაზი, არომატული და წვნიანია. შეგიძლიათ დაამატოთ იგი ღვეზელში ან მასთან ერთად გამოაცხოთ ხორცი. მაგრამ უმჯობესია მიირთვათ კოვზით პირდაპირ ქილიდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცუდ განწყობაზე ხართ.

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*