უჩვეულო, მაგრამ გემრიელი “ტუშონკა” ზამთრისთვის!

პარიზული “ტუშონკა” ქათმის ხორცით და ბადრიჯნით

სეზონური ბოსტნეულით მომზადებული “ტუშონკა” ზამთრისთვის ნებისმიერ კერძს მრავალფეროვანს გახდის.

ინგრედიენტები

ქათმის ფილე 2 კგ

ბადრიჯანი 3 კგ

ხახვი 1,5 კგ

მზესუმზირის ზეთი 500 მლ

ძმარი 150 მლ

შაქარი 100 გ

ტომატის პასტა 500 გრ

მარილი 2.5 ს/კ.

ნიორი 2 ცალი.

დაფნის ფოთოლი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

დაიწყეთ ბადრიჯანით: ბოსტნეულს კანი მოაჭერით (სურვილისამებრ) და დაჭერით კუბებად, შემდეგ გათუთქეთ ღრმა თასში 200 მლ წყალში, სანამ ნახევრად მზად არ იქნება.

тушенка из курицы рецепт

სანამ ბადრიჯანი მოიშუშება, ქათამი მოხარშეთ მარილიან წყალში და დაჭერით კუბიკებად.

დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად და გააწითლეთ ტაფაში მცირე პორციებით, რომ კი არ ჩაიშუშოს, უნდა გახდეს ოქროსფერი.

ბადრიჯანი, ქათამი და ხახვი მოათავსეთ ქვაბში. დაამატეთ მარილი, შაქარი, წიწაკა, პასტა, ძმარი, მცენარეული ზეთი, დაფნის ფოთოლი და სანელებლები. დადგით საშუალო ცეცხლზე საათით.

курица с баклажанами рецепт

მოათავსეთ სტერილურ ქილებში და მოხუფეთ. 20 წუთით ქილები მოათავსეთ ადუღებულ წყალში.

შეგიძლიათ შეინახოთ მაცივრის გარეშე, მაგრამ ბნელ ადგილას, მაგალითად, საკუჭნაოში.

ქათმის ხორცის მაგივრად გამოდგება საქონლის ან ღორის ხორციც. მრავალფეროვნებისთვის დაამატეთ რამოდენიმე პომიდორი.

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*