საუზმეს ვამზადებ 5 წუთში. მინი- პიცის რეცეპტი, რომელიც ჩემს ოჯახში ყველას უყვარს!

დილით ყველას გვეჩქარება, ამიტომ საუზმის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გვრჩება. გასწავლით, როგორ მოამზადოთ არაუმეტეს 10 წუთში გემრიელი საუზმე. შეგიძლიათ გაიყოლოთ სამსახურში ან მიირთვათ გზაში.

ამ კერძს შეიძლება ეწოდოს იტალიური პიცის მინი ვერსია. მისი მომზადება სწრაფი და მარტივია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ის პროდუქტები, რომლებიც სახლში გაქვთ, ეს იქნება პომიდორი, ყველი, მწვანილი, წიწაკა, ორაგული, ლორი, თუ ბროკოლი.

მინი – პიცის რეცეპტი

 

ამ პროდუქტებით გამოდის ძალიან გემრიელი.

თქვენ დაგჭირდებათ:

150 გრ სოკო;

150 გრ ძეხვი;

50 გრ ნებისმიერი მყარი ყველი;

1 ქათმის კვერცხი;

2 კარტოფილი;

მწვანე ხახვი;

პური.

მომზადება:

წინასწარ მოხარშული კარტოფილი (შესაძლოა გუშინდელი სადილისგან დარჩენილი) გახეხეთ, გახეხეთ ყველიც. სოკო და ძეხვი დაჭერით კუბებად; დაჭერით ხახვიც. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი დიდ თასში.

ათქვიფეთ კვერცხი, ამოავლეთ მასში პურის ნაჭრები, ზედ ერთი სუფრის კოვზი მომზადებული მასა გადაანაწილეთ. შეწვით ზეთში თავდახურულ ტაფაზე. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოასხათ ნებისმიერი პასტა ან არაჟანი. გემრიელად მიირთვით!

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*