სხეულის კორექტირება 1 პროდუქტით. მისი წყალობით მუცელი პატარავდება, თეძოები თხელდება და ხდებით მოხდენილი.

განტვირთვის დღეები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხშირად გიწევთ ნოყიერი და მაღალკალორიული საკვების მიღება. იდეალურია კეფირის, ვაშლის, წიწიბურას განტვირთვის დღეები, მაგრამ ყველას არ შეუძლია გაუძლოს ასეთ “მშიერ” რეჟიმს.

სამწუხაროდ, სულ ცოტა ადამიანს აქვს საკმარისი ძალა და მოთმინება დიეტაზე ყოფნის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ საკუთარი ოჯახის წევრებისთვის გემრიელი, სურნელოვანი, მაგრამ სრულიად არა-დიეტური კერძი უნდა მოამზადონ. თუ ვერ ასრულებთ საკვებში შეზღუდვებს, მაშინ განტვირთვის დღე არის ხსნა. იგი ხორციელდება არა უმეტეს კვირაში ერთხელ, ასე რომ, ამ გზით დაკარგული წონა ითვლება ყველაზე მარტივ გამოსავლად.

განტვირთვის დღეები წონაში დასაკლებად

Разгрузочные дни

ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს ყველით განტვირთვის დღეები. ეს უძველესი პროდუქტი არის უნიკალური დიეტური თვალსაზრისით. ეს არის რძის ცილის შემცველი, რაც ნიშნავს, რომ მასში არის მინერალები, ვიტამინები და ამინომჟავები. გარდა ამისა, შეიცავს ტრიპტოფანს, მეთიონინს და ლიზინს, რაც ხელს უწყობს ენდორფინის წარმოებას – “სასიამოვნო ჰორმონები”.

ყველით განტვირთვის დღის უპირატესობა

	разгрузочные дни при пп

პროტეინი რომელსაც ყველი შეიცავს ხელს უწყობს კუნთების მასის ზრდას და ცხიმის შემცირებას.

დიდხანს გრძელდება დანაყრების შეგრძნება.

ამცირებს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნის რისკს.

ცილის გადამუშავება ენერგიის ხარჯვას იწვევს, შესაბამისად, ხელს უწყობს წონის კლებას.

კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, კანის, თმის, ფრჩხილების და კბილების მდგომარეობას.
ნორმალიზდება სისხლის წნევა.
სასარგებლოა წყლულების, გასტრიტის და საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვა დარღვევების დროს.

აღნიშნული დარღვევების დროს არ ღირს მაშინვე ყველის დიეტის დაცვა, მითუმეტეს თუ გაქვთ ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, ნაღვლის ბუშტში ქვები, ათეროსკლეროზი, ქრონიკული ან მწვავე პიელონეფრიტი. ყველა შემთხვევაში უმჯობესია ექიმის კონსულტაცია.

разгрузочные дни без мяса

გთავაზობთ ყველით განტვირთვის დღის 7 ვარიანტს. იდეალურია დაბალკალორიული სოიოს ყველი – ტოფუ (100 გ შეიცავს მხოლოდ 72 კკალს). ასევე ხაჭო, ბრინზა, ფეტა, სულგუნი, ადიგენის, ჩეჩილი. სვით 1,5-2 ლ წყალი დღეში, ასე თირკმლებზე დატვირთვას შეამცირებთ.

განტვირთვის დღე მაგარი ყველით

разгрузочные дни без вреда для здоровья

ჩვენ გირჩევთ შეიძინოთ 300 გრ მყარი ყველი (პარმეზანი, რუსული, ჰოლანდიური), გაყავთ 5 ნაწილად 60 -60გ-მდე, ზოგადად, ასეთი მონო დიეტა არ აღემატება 1200 კალორიას. დაიცავით სასმელი რეჟიმი: მცენარეული და მწვანე ჩაი შაქრის გარეშე, წყალი გაზის გარეშე.

განტვირთვის დღე მდნარი ყველით და კვერცხით

разгрузочные дни без чувства голода

მენიუ: 

საუზმე: 100 გ მდნარი ყველი, 2 მოხარშული კვერცხი, უშაქრო ბალახის ჩაი.

წახემსება: 2 მოხარშული კვერცხი, პომიდორი, მწვანილი.

სადილი: 100 გ მდნარი ყველი, სალათა ბულგარულით, კვერცხით, კიტრით, მწვანილითა და ლიმონის წვენით.

წახემსება: 1 ვაშლი, მწვანე ჩაი.

ვახშამი: 100 გ მდნარი ყველი, 100 გ თეთრი მშრალი ღვინო.

განტვირთვის დღე ყველით და კეფირით

разгрузочные дни во время диеты

ნებისმიერი კვების დროს შეიძლება კეფირის მიღება – ეს ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ნაწლავის მიკროფლორის მუშაობას, ასევე მიიღებთ დამატებით პროტეინს. თქვენ დაგჭირდებათ 200-250 გ ნებისმიერი უცხიმო ყველი და 1 ლიტრი დაბალცხიმიანი კეფირი. გაყავით ყველის მოცულობა 5 ნაწილად და ყოველ 3-4 საათის განმავლობაში ჭამეთ კეფირთან ერთად. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დალიოთ წყალი ან ჩაი.

განტვირთვის დღე ყველითა და ღვინით

питание в разгрузочные дни

300 გ მაგარი ყველი, 500 მლ თეთრი მშრალი ღვინო. გაყავით ყველი 5 პორციად, მიაყოლეთ თითოეულს 100 მლ ღვინო. შიმშილის შემთხვევაში მიიღეთ ხილი ან ბოსტნეული. ღვინო ანეიტრალებს ქოლესტერინს.

 

განტვირთვის დღე ყველითა და ყავით

еда в разгрузочные дни

ეს ყველით განტვირთვის დღეების რთული ვარიანტია. დღეში 5-ჯერ მიირთვით 30-30 გ ყველი ცოტა ყავასთან ერთად (თუ გსურთ სიტკბოც დაამატეთ). სვით ბევრი წყალი და უშაქრო ჩაი.

განტვირთვის დღე ყველითა და ბოსტნეულით

чем питаться в разгрузочные дни

საუზმე: 100 გ მაგარი ყველი, უშაქრო მწვანე ჩაი.

წახემსება: მოხარშული კვერცხი, 100 გ ბროკოლი ორთქლზემოხარშული, 1 პომიდორი.

სადილი: 250 გ კომბოსტოს სალათა კიტრითა და მწვანილით.

წახემსება: ბალახის ჩაი.

ვახშამი: 100 გ მაგარი ყველი, ტომატის წვენი, ჭვავის ორცხობილა

განტვირთვის დღე ყველითა და ხაჭოთი

что можно кушать в разгрузочные дни

300 გ სრულიად უცხიმო ხაჭო

100 გ ყველი ტოფუ

2 მოხარშული კვერცხი

1,5 ლ წყალი

ეს უნდა მიირთვათ მთელი დღის მანძილზე 5 მიღებაზე არა უგვიანეს 18 საათისა. შეგიძლიათ დაამატოთ მწვანილი.

ყველის დიეტა ვარჯიშთან ერთად კომბინაციაში თქვენს სხეულს გახდის მიმზიდველს. ცილოვანი დიეტის დროს ორგანიზმი ბევრ კალორიას ხარჯავს დაგროვილი ცხიმიდან. ცილოვანი დიეტის დროს წარმოიქმნება დაშლის პროდუქტები: აზოტი, აცეტონი, ამიაკი. მათი გამოდევნისთვის აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა.

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ მეგობრებს და თქვენი მოსაზრებები კომენტარებში მოგვაწოდეთ.

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*