ძალიან მიყვარს და როცა მომინდება მივდივარ მაღაზიაში, ვყიდულობ ჩირს, არაჟანს და ვიწყებ მომზადებას.

ზოგჯერ თავს ვერ ვერევით და ძალიან გვინდება რაიე გემრიელის და ტკბილის მირთმევა. როცა ასე ხდება, მივდივარ უახლოეს მაღაზიაში, ვყიდულობ არაჟანს, ჩირს და ვიწყებ დესერტის მომზადებას.

არ ვიტყვი, რომ დაბალკალორიულია, მაგრამ ხანდახან თავს ვანებივრებ საყვარელი დესერტით.

десерт со сметаной и желатином

გაგიზიარებთ რეცეპტს, რომელიც საუკეთესო წამალია ცუდი განწყობის. იგრძნობთ როგორ მოიმატებს სეროტონინის დონე და ხასიათიც გამოსწორდება.

დესერტი არაჟნით

ინგრედიენტები

200 გ უკურკო ქლიავის ჩირი

200 გ ბერძნული კაკალი( ჩვეულებრივიც შეიძლება)

350 მლ არაჟანი

150 გ შაქრის პუდრა

2 ს.კ. ჟელატინი

მომზადება

ამ რეცეპტისთვის აუციებელია ქლიავის ჩირის სწორად შერჩევა. არ გამოიყენოთ დიდი და პრიალა ჩირი, იგი ქიმიკატებით იქნება დამუშავებული. რაც უფრო უბრალოდ გამოიყურება, მით უფრო უკეთესია.

десерт со сметаной и черносливом

დაასხით ჩირს მდუღარე წყალი და დაჭერით წვრილად.

как сделать десерт со сметаной

დაჭერით ან გახეხეთ კაკალი, მაგრამ არ დააქუცმაცოთ ფქვილივით. მე მიყვარს, როცა დესერტში კაკლის მოზრდილი ნაჭრები მხვდება.

сладкий десерт со сметаной

გახსენით ჟელატინი წყალში, გაათბეთ სრულ გახსმნამდე და გაწურეთ.

вкусный десерт со сметаной

არაჟანი ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად. დაუმატეთ ჟელატინი და კარგად აურიეთ.

десерт со сметаной как приготовить

შეურიეთ ქლიავი და თხილი არაჟნის მასას. კარგად აურიეთ, შემდეგ დაასხით იგი ფორმაზე და შედგით მაცივარში გასაციებლად. 2-3 საათში მზად იქნება.

десерт с фруктами со сметаной

გამოდის ძალიან ნაზი დესერტი არაჟანის და ჟელატინის წარმოუდგენელი გემოთი. არ გავაზვიადებ  თუ ვიტყვი, რომ კომბინაცია არაჟანის და ჩირის არის სრულყოფილი! სცადეთ ეს მშვენიერი დესერტი და მიხვდები, რაზეც ვსაუბრობ.

 

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*