მოამზადეთ ვახშმად ყველაზე გემრიელი ქათმის ფილე “სიურპრიზი”. ეს სიურპრიზი თქვენც კი გაგაოცებთ.

ამ ორიგინალურ კერძს ჰქვია “სიურპრიზი”, რადგან გაგიკვირდებათ  ჩვეულებრივი პროდუქტებისგან შემდგარი კერძი, როგორიცაა პომიდორი, ფილე, კარტოფილი, ხახვი , როგორ შეიძლება მომზადდეს განსხვავებულად.

ქათმის ფილე “სიურპრიზი”

შემადგენლობა

ქათმის ფილე 1 კგ

რძე 200 მლ

კარტოფილი 5 ცალი.

2 თავი ხახვი

პომიდორი 3 ც.

კვერცხი 2 ცალი.

ნივრის 2-3 კბილი.

მყარი ყველი 200 გ

მზესუმზირის ზეთი 2 ს/კ.

არაჟანი 3 ს/კ.

მარილი გემოვნებით

შავი წიწაკა გემოვნებით

მწვანილი 1 კონა.

მომზადება

დაჭერით პატარა კუბიკებად ფილე, დაასხით რძე, მოაყარეთ მარილი და 1 საათით მაცივარში გააჩერეთ.

პერგამენტის ქაღალდის რამოდენიმე ფენისგან გააკეთეთ მრგვალი ფორმები და წაუსვით შიგნიდან ზეთი.

გამოსაცხობ ფორმაზე დაალაგეთ გამზადებული ქაღალდის ფორმები, მოათავსეთ შიგ ჯერ დაჭრილი კარტოფილი, ხახვი და ბოლოს ფილე.

куриное филе сюрприз

ათქვიფეთ კვერცხი და არაჟანი და მოასხით ზემოდან ფორმებს. შემდეგ დააწყვეთ მრგვლად დაჭრილი პომიდორი, ბოლოს კი დაჭრილი ნიორი და გახეხილი ყველი.

куриное филе сюрприз

შედგით 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. როცა მზად იქნება, გამოიღეთ და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

куриное филе сюрприз

ამიტომაც არის ყოველთვის ქათმის ფილე ჩემის მაცივარში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა კერძები იგივე პროდუქტებიდან. მთავარია გქონდეთ სწავლის, ექსპერიმენტის, გაოცების სურვილი. როგორ ფიქრობთ, თქვენს მეგობრებს მოეწონებათ? მაშინ გაუზიარეთ.

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*