ტკბილი ოლადების 10 საუკეთესო რეცეპტი.

განსაცვიფრებელი ბლინები მთელი დღის განმავლობაში ენერგიით და ოპტიმიზმით აგავსებთ. ბევრი პოზიტივით შეგიძლიათ მთები გადადგათ. მოულოდნელი გეჩვენებათ ოლადების ეს ეფექტი? ამაში დაგარწმუნებთ ეს რეცეპტები.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ოლადები

კეფირის ოლადები ბებიას რეცეპტით

оладьи на кефире

შემადგენლობა

0.5 ლიტრი კეფირი

1 კვერცხი

1-1.5 ს/კ. შაქარი

ცოტა მარილი

0.5 ჩ/კ. სოდა

350 გ ფქვილი

მომზადება

ჩაასხითკეფირი ღრმა თასში, დაამატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და აურიეთ. დაამატეთ გაცრილი ფქვილი სოდით და ავურიოთ კარგად კიდევ ერთხელ. დატოვეთ 10-15 წუთი და აღარ აურიოთ ცომს!

ტაფაზე დაასხით ზეთი, როცა გაცხელდება კოვზით დაასხით ცომი და საშუალო ცეცხლზე შეწვით ორივე მხრიდან.

ოლადები არაჟნით და კეფირით

оладьи на сметане и кефире

შემადგენლობა

150 გრ არაჟანი 15-22% ცხიმით

100 მლ კეფირი

0.5 ჩ/კ. სოდა

2-3 ს/კ. შაქარი

0.5 ჩ/კ. მარილი

150 გ ფქვილი

მომზადება

კეფირს აურიეთ არაჟანი და სოდა, დატოვეთ 5-10 წუთი. შეურიეთ შაქარი, მარილი და აურიეთ. დააცერით ფქვილი და აურიეთ.

ჩვეულებრივი წესით შეწვით ზეთში.

ბანანის დიეტური ოლადები

банановые оладьи без муки

შემადგენლობა

2 კვერცხი

2 დიდი ბანანი

ცოტა დარიჩინი და მუსკატის კაკალი

1 ს/კ. ქოქოსის ზეთი

მომზადება

ჩანგლით დაჭყლიტეთ ბანანი, შეურიეთ კვერცხი და სანელებლები და აურიეთ.

ქოქოსის ზეთში შეწვით ოლადები ორივე მხრიდან.

საფუვრიანი ოლადები ვაშლით

дрожжевые оладьи с яблоками

შემადგენლობა

500 მლ რძე

500 გ ფქვილი

3 ჩ/კ. მშრალი საფუარი

2 კვერცხი

2 ს/კ. შაქარი

10 გ ვანილის შაქარი

0.5 ჩ/კ. მარილი

2 ვაშლი

მომზადება

თბილ რძეში გახსენით საფუარი. ცოტა ხანს დადგით. 30 წუთის შემდეგ დაამატეთ შაქარი, ვანილი, კვერცხი, მარილი. აურიეთ და კიდევ 30 წუთი გააჩერეთ.

ცომს დაამატეთ გახეხილი ვაშლი. 20 წუთის შემდეგ დაიწყეთ ოლადების გამოცხობა. სველი კოვზით ცხელ ზეთში ჩაასხით პორციებად და ორივე მხრიდან შეწვით.

ოლადები იოგურტით

оладьи на йогурте

შემადგენლობა

1 კვერცხი

200 გ ფქვილი

150 მლ იოგურტი

1 ჩ/კ. სოდა

2-3 ს/კ. შაქარი

150 მლ რძე

მწიკვი მარილი

მომზადება

გაცერით ფქვილი ღრმა თასში, დაამატეთ მარილი, სოდა და შაქარი. შეურიეთ მშრალ ნარევს კვერცხი, იოგურტი და რძე და კარგად აურიეთ.
შეწვით ზეთში ორივე მხარეს.

ლიმონის ოლადები კეფირით

Лимонные оладьи на кефире

შემადგენლობა

300 მლ კეფირი

450 გ ფქვილი

1 ჩ/კ. სოდა

1 ლიმონი

5-6 ს/კ. შაქარი

მომზადება

ჩაასხით კეფირი ღრმა თასში, დაამატეთ სოდა, აურიეთ და დადგით 5 წუთი.

ლიმონს მოაცილეთ კანი და გამოწურეთ წვენი. გახეხილი ცედრა და წვენი აურიეთ კეფირში.

დაამატეთ შაქარი, გაცრილი ფქვილი და აურიეთ. ცოტა ხნის შემდეგ შეწვით ოლადები ზეთში.

სტაფილოსი და შვრიის ბლინები კეფირით

морковные оладьи

შემადგენლობა

1 სტაფილო

150 მლ კეფირი

250 გრ შვრიის ფანტელი

1 კვერცხი

1 მწიკვი სოდა

1 სტაფილო

მომზადება

კეფირი აურიეთ კვერცხთან და გახეხილ სტაფილოსთან ერთად. ჩაყარეთ შვრიის ფქვილი სოდასთან ერთად, აურიეთ და დაუყოვნებლივ დაიწყეთ ოლადების ცხობა.
შეწვით მინიმალური რაოდენობის კარაქში ზომიერ ტემპერატურაზე.

შვრიის ოლადები ვაშლით

овсяные оладьи с яблоком

ინგრედიენტები

200 მლ კეფირი

100გ შვრია

1 დიდი ვაშლი

მომზადება

შვრიას დაასხით კეფირი, აურიეთ და მთელი ღამით დატოვეთ მაცივარში.

დილით დაამატეთ გახეხილი ვაშლი და აურიეთ.

შეწვით გახურებულ ტაფაზე ზეთთან ერთად საშუალო ტემოერატურაზე.

შვრიის ოლადები კეფირით

овсяные оладьи

შემადგენლობა

1.5 ჭიქა შვრია

2 ჭიქა კეფირი

3 ს/კ. შაქარი

1 ჩ/კ. საცხობი ფხვნილი

1 კვერცხი

1 ჭიქა ფქვილი

2 ს/კ. მზესუმზირის ზეთი

მომზადება

შვრია დაფქვით ბლენდერში. დაასხით კეფირი და 15 წუთი დატოვეთ. დაამატეთ შაქარი, კარაქი, კვერცხი და ფქვილი საცხობი ფხვნილთან ერთად და კარგად აურიეთ.
შეწვით ბლინები ორივე მხარეს ზეთში.

მანანის ოლადები

оладьи манные

შემადგენლობა

100 გრ მანანი

400 მლ რძე

1 კვერცხი

1 ს/კ. შაქარი

0.5 ჩ/კ. ვანილის შაქარი

20 გ კარაქი

1 მწიკვი მარილი

1 ჩ/კ. სოდა

მომზადება

მანანით და რძით მოადუღეთ სქელი ფაფა. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები კვერცხის გარდა. ადუღეთ რამოდენიმე წუთიც და გადმოდგით ცეცხლიდან. შეაგრილეთ და შეაზილეთ კვერცხი.

ცველი ხელით გააკეთეთ პატარა ოლადები და შეწვით ზეთში გაწითლებამდე ორივე მხარეს.

გაახარეთ ახლობლები გემრიელი ოლადებით, მეგობრები კი ახალი რეცეპტით.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*