ბადრიჯანი თუ სოკო? მისი გემო ყველაზე გამოცდილ დეგუსტატორსაც კი თავსატეხს გაუჩენს.

ყველა, ვინც ამ კერძს მიირთმევს, დარწმუნებული იქნება, რომ ნამდვილად სოკოს სალათია. ყველაზე გამოცდილ დეგუსტატორსაც კი თავსატეხს გაუჩენს. სინამდვილეში მთავარი ინგრედიენტი აქ ბადრიჯანია. გასაკვირია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ჩვეულებრივი პროდუქტით ნაზი და უჩვეულო სალათა გამოდის. ეს ხომ იმის დამადასტურებელია, რომ კულინარია – ხელოვნებაა?

салат из баклажанов с луком

ბადრიჯნის სალათი ხახვით

შემადგენლობა

3 საშუალო ზომის ბადრიჯანი
3 კვერცხი
2 საშუალო ხახვი
3 ს/კ. მაიონეზი
შაქარი, მარილი და პილპილი გემოვნებით

ინგრედიენტები მარინადისთვის

1 ჩ/კ. შაქარი

0.5 ჩ/კ. მარილი

3 ს/კ. ძმარი (9 პროცენტიანი)

70 მლ წყალი

მომზადება

კვერცხი მოხარშეთ, გაციეთ და დაჭერით.

салат из баклажанов с луком и яйцом

ბადრიჯანი გარეცხეთ, წვრილ ნაჭრებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ სიმწარე გამოუვიდეს.

салат из баклажан с луком

ხახვი დაამარინადეთ. ამისთვის ორივე ხახვი სქელ ნახევარ რგოლებად ნაჭრებად დაჭერით და მარინადის ინგრედიენტები (მდუღარე წყალი, შაქარი, მარილი, ძმარი) დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 15 წუთით გააჩერეთ.

салат из баклажанов с луком и майонезом

ტაფა გააცხელეთ, ჩაასხით ზეთი და ბადრიჯანი შეწვით, ამისათვის 6-8 წუთი დაგჭირდებათ, მეტი არა. ბადრიჯანს რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ, ტაფიდან პირდაპირ ქაღალდის ხელსახოცზე გადმოიტანეთ.

салат из баклажанов с луком и яйцом

ბადრიჯანი მოათავსეთ სასალათეში, დაუმატეთ დაჭრილი კვერცხი და დამარინებული ხახვი. მარილი მოაყარეთ და მაიონეზი მოასხით, ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და სალათი ნახევარი საათით მაცივარში გააჩერეთ.

სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით და გაოცდებით მისი “სოკოს” გემოთი.

салат из баклажанов с луком

დარწმუნდებით, რომ არაჩვეულებრივი სალათია. ვისაც ბადრიჯანი არ უყვარს, მასაც ძალიან მოეწონება და არც კი დაიჯერებს, რომ ის ნამდვილად ამ იისფერი ბოსტნეულითაა მომზადებული.


Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*