ამ კერძზე ჯერ არავის უთქვამს უარი. ნოყიერი კერძი, სადაც ჩემი საყვარელი ბოსტნეული ფანტასტიკურადაა შერწყმული ფარშთან!

თუ ჩემსავით მოგბეზრდათ მძიმე ხორცის და მარილიანი კერძები, დროა ბაზრისკენ გასწოით ქორფა ყაბაყის შესაძენად. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყაბაყი შეიძლება შეწვათ, გამოაცხოთ, დააფარშიროთ.

ახლა შემოგთავაზებთ სრულფასოვანი ნოყიერი კერძის რეცეპტს, სადაც საყვარელი ბოსტნეული შერწყმულია ქათმის ტაფტელებთან.

ყაბაყის ბუდე ფარშით საუკეთესო კერძია სადილსა და ვახშამზე.

თუ რეცეპტიდან ყველს გამოვრიცხავთ, დიეტის დროსაც შესანიშნავი კერძი იქნება.

მოამზადეთ  მარტივი, სწრაფი და გემრიელია, სცადეთ და არ ინანებთ!

ყაბაყის ბუდე ფარშით

 

შემადგენლობა

ბრინჯი 80 გ

ყაბაყი 500 გრ

მყარი ყველი 100 გ

კვერცხი 2 ცალი.

ნიორი 3 კბილი.

პროვანსული მწვანილი 0.25 ჩ/კ.

მარილი გემოვნებით

შავი წიწაკა (დაფქვილი) გემოვნებით

კვერცხის გული 1 ცალი.

რძე 1 ს/კ.

ქათმის ფარში 350 გრ

მომზადება

გარეცხეთ და გაფცქვენით ყაბაყი. გახეხეთ სახეხზე, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 7-10 წუთი.

ქათმის ფილე, ნიორი და ხახვი დაფქვით, დაამატეთ მარილი, წითელი და შავი პილპილი და აურიეთ ფარში.

სველი ხელით გააკეთეთ 7 ცალი ტაფტელი.

გაწურეთ სითხისგან ყაბაყი, დაუმატეთ გახეხილი ყველი, მოხარშული ბრინჯი, პროვანსული მწვანილი, წვრილად დაჭრილი 2 კბილი ნიორი და კამა, 2 კვერცხი და აურიეთ ყველაფერი.

 

кабачковое тесто фото

ამ მასითაც გააკეთეთ 7 ცალი ბურთი. დააწყვეთ ცხიმწასმულ ფორმაზე. გაუკეთეთ თითოეულს ჩაღრმავება.

кабачковые гнезда с фаршем фото

ფარშის ტაფტელებს შუაში პატარა ყველის ნაჭრები ჩაუწყეთ და თითოეული გუნდა ჩადეთ ყაბაყის ბუდეში.

кабачковая запеканка с фаршем фото

შედგით 180 გრადუსზე 40 წუთით. 5 წუთით ადრე გამოიღეთ და მოასხით 1 ს/კ. რძესთან ერთად ათქვეფილი 1 კვერცხის გული.

кабачки с куриным фаршем фото

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*