ჟელეს ტორტი ” ხილი არაჟანში”. უგემრიელესია ნებისმიერი ხილით და კენკრით. მაგიჟებს მისი ტკბილ-მჟავე გემო.

ზოგჯერ და მითუმეტეს ზაფხულში არანაირი სურვილი არ გვაქვს ჩავრთოთ ღუმელი და გამოვაცხოთ გემრიელი დესერტი.

თუ განსაკუთრებული შემთხვევისთვის გჭირდებათ დესერტი, მაშინ ჟელეს ხილიანი ტორტი საუკეთესო არჩევანია, თან გამოცხობაც არ სჭირდება.

желейный торт с фруктами и сметаной

რეცეპტს ბავშვიც კი გაართმევს თავს ისეთი მაარტივია. ხილი სეზონის და სურვილის მიხედვით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ცხელ დღეებში ცივი და მსუბუქი დესერტი პიდაპირ მისწრებაა.

ჟელეს ტორტი ხილით

შემადგენლობა

500 გრ არაჟანი (15% ცხიმიანი)

400 გ ხილი და კენკრა

1 ს/კ. შაქარი

3 ს/კ. ჟელატინი

ვანილი

250 მლ წყალი

მომზადება

ჭიქა წყალში ჩაყარეთ ჟელატინი და ოთახის ტემპერატურაზე 20-25 წუთი გააჩერეთ.

ჩაასხით ჭურჭელში და გააცხელეთ 70-80 გრადუსამდე ტემპერატურაზე. არ აადუღოთ. გადმოდგით და ოთახის ტემპერატურაზე გააციეთ.

არაჟანი შაქართან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ.

желейный торт с фруктами и йогуртом

ხილი და კენკრა გარეცხეთ და გააშრეთ, კურკიანი ხილი გაანთავისუფლეთ კურკისგან და ყუნწებისგან. დაჭერით პატარა ნაჭრებად.

желейный торт с клубникой без выпечки

არაჟნის კრემს დაამატეთ გაციებული ჟელატინის მასა და აურიეთ.

შეიძლება კრემი თხელი მოგეჩვენოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად გაიყინება.

торт желе с клубникой без выпечки

ცოტა ხილი შემოიტოვეთ ზემოდან მოსართავად, დანარჩენი აურიეთ კრემში ისე, რომ მთლიანად დაიფაროს ნაჭრები კრემით.

желе с фруктами для торта

ჩაასხით ხილიანი ჟელე სასურველ ფორმაში, დააწყვეთ ზემოდან ხილის და კენკრის ნაჭრები.

торт желе з фруктами

მინიმუმ 3-4 საათით შედგით მაცივარში. შემდეგ შეგიძლიათ გადმოიღოთ ფორმიდან ტორტის თეფშზე.

ჟელე-არაჟნის ტორტი ხილით გამოდის გემრიელი და ჰაეროვანი. არაჟნის ჟელეს სიტკბო კარგად ერწყმება მჟავე ხილს.

желейный торт с печеньем сметаной и фруктами

ტორტი ცხობის გარეშე რთული პრობლემის მარტივი გადაწყვეტაა. დიდი ხანია მივხვდით, რომ გემრიელი დესერტი ზედმეტი ძალისხმევითაც შეიძლება გამოცხვეს. რატომ გავირთულოთ საქმე, თუ საოცარი დესერტი ღუმელის გარეშეც მზადდება.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*