ყველაფერი გენიალური – მარტივია და რაც მარტივია, მით უფრო გემრიელია! ვარენიკების იდეალური ცომი, რომელიც ერთი ინგრადიენტის დამსახურებაა!

უამრავი რეცეპტია გამოგონილი უნივერსალური ცომის, მაგრამ საუკეთესოს გამორჩევა მაინც რთულია. მთავარი მაინც ერთი რამ არის, ინგრედიენტების სწორად შერჩევა.

ვარენიკები მინერალური წყლით გამოდის ძალიან რბილი და ნაზი, თან არც იხევა. აუცილებლად სცადეთ და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც.

შემადგენლობა

ხორბლის ფქვილი 450 გ

კარტოფილი 400 გრ

გაზიანი წყალი 200 მლ

კვერცხი 1 ცალი.

მზესუმზირის ზეთი 2 ს/კ.

ხახვი 1 თავი

მარილი 1 ჩ/კ.

მომზადება

კარტოფილი გაფცქვენით, დაჭრით კუბიკებად და მარილწყალში მოხარშეთ. წყალი გადაწურეთ და ჩაზილეთ. მოამზადეთ პიურე.

пюре для вареников пошагово

ხახვი დაჭერით წვრილად, მოშუშეთ ზეთში, აურიეთ პიურეში.

лук в пюре добавлять

ღრმა თასში ჩაყარეთ ფქვილი, კვერცხი, მარილი და ორი სუფრის კოვზი ცხიმი, თანდათან დაამატეთ მინერალური წყალი და მოზილეთ ელასტიური და წელვადი ცომი.

დააფარეთ ტილო და ოთახის ტემპერატურაზე 15-20 წუთი დატოვეთ.

тесто для вареников

გააკეთეთ გუნდები ცომისგან, თითოეული გაათხელეთ და გამოჭერით რგოლები, ჩადეთ პიურე და შეუკარით გვერდები. შეგიძლიათ პელმენის ფორმები გამოიყენოთ.

გამზადებული ვარენიკები მოათავსეთ ფქვილმოყრილ სინზე მოხარშვამდე. ასე მომზადებული შეგიძლიათ გაყინოთ და საჭიროების დროს გამოიყენოთ.

აადუღეთ მარილწყალი, დაამატეთ ოდნავ ზეთი. ჩაყარეთ ვარენიკები და მოხარშეთ. მიირთვით არაჟნით, კარაქით ან პილპილით. ეს ცომი შეგიძლიათ ნებისმიერი გულსართისთვის გამოიყენოთ. შეცვალეთ კარტოფილი სხვა პროდუქტით: ყველით, ხორცით, სოკოთი და სხვა. მთავარი არის ცომი, რომელიც ყოველთვის და ყველა შემთხვევაში იდეალურია.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*