№ 2 და № 3 ნიღბებს ვიყენებ მონაცვლეობით, პიგმენტური ლაქები მთლიანად გაქრა, ნაოჭები კი შემცირდა.

კანის ცვლილებები, როგორიცაა  ნაოჭები, ასიმეტრია, პიგმენტური ლაქები, გაფართოებული ფორები  და არათანაბარი კანის ფერი, დაბერების ნიშნად ითვლება. ასაკობრივი ლაქები ესთეტიკურ ნაკლსაც წარმოადგენს, რომელსაც ქალები ყველაზე მეტად განიცდიან და მათი დაფარვა თითქმის შეუძლებელია დეკორატიული კოსმეტიკითაც კი, ეს კი კომპლექსს იწვევს მათში. ლაქები შეიძლება იყოს გამოწვეული მზის მოქმედების, ორსულობის, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების, სტრესის, თანდაყოლილი პრობლემის და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების შედეგად.

маки от пигментных пятен

გაგიზიარებთ ეფექტურ სახის ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც აღმოფხვრის პრობლემებს, როგორიცაა პიგმენტაცია და სიწითლე და ასევე გვეხმარება კანის ტექსტურის გაუმჯობესებაში. ყველა მათგანი მზადდება ბუნებრივი ინგრედიენტებიდან. მთავარია ამის გაკეთება რეგულარულად.

маки от пигментных пятен

 

ასაკობრივი ლაქები სახეზე

კვერცხის და სტაფილოს ნიღაბი

ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ 1 ჩ/კ. გახეხილი სტაფილო და ათქვიფეთ. გასუფთავებულ სახეზე წაისვით მასაჟის მოძრაობით და 30 წუთი დაიტოვეთ. ნიღაბი წაისვით ყელის მიდამოშიც. ჩამოიბანეთ ცივი წყლით და თხლად წაისვით დამატენიანებელი კრემი ან ნუშის ზეთი.

ძლიერი პიგმენტაციის დროს ნიღაბი ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში გამოიყენეთ. შემდეგ შეისვენეთ 1 კვირით და კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ. ერთი თვის შემდეგ ლაქები გაქრება. კანი გამკვრივდება და ფერი ერთგვაროვან შეფერილობას მიიღებს. ნუ ინერვიულებთ, სტაფილო კანს არ გაამუქებს.

 

маки от пигментных пятен

ოხრახუშის ნიღაბი

სახის კანის გასაუმჯობესებლად რაციონში გირჩევთ ოხრახუშის ჩართვას. შეგიძლიათ მისი გარე გამოყენებაც ნიღბის სახით. ამისათვის 1 ჩ/კ. დაქუცმაცებული ფოთოლი, 1 ჩ/კ. ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ. შვრიის ფქვილი აურიეთ ერთმანეთში.

ნარევი კანზე ძალიან ნაზად წაისვით, 20 წუთით გაიჩერეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. მშრალ სახეზე დამატენიანებელი კრემი წაისვით. ნიღაბის გამოყენება უმჯობესია საღამოს, რადგან ლიფტინგის და მათეთრებელი ეფექტის გარდა, კანს კვებას და ხავედროვანს ხდის. თუ ცხიმიანი ან ნორმალური კანი გაქვთ ნიღაბი ყოველ მეორე დღეს გაიკეთეთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, კვირაში 2-ჯერ ასეთი საკმარისი იქნება.

убрать возрастные пятна

ბანანის ნიღაბი

წაისვით სუფთა სახეზე ბანანის პიურე და 20—30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი. ბანანი აქვს მსუბუქი პილინგის მოქმედება, მკვდარ უჯრედებს გაშორებთ და პიგმენტურ ლაქებს აქრობს. როცა ბანანის ნიღაბს წაისვამთ, არ გამოიყენოთ სახეზე სპირტის ან მჟავის შემცველი საშუალებები.

ნიღაბი კვირაში რამოდენიმეჯერ შეგიძლიათ გაიკეთეთ. კანი ერთგვაროვანი, გლუვი და დასვენებული გახდება. თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბს შეგიძლიათ ნატურალური არაჟანი დაუმატოთ.

убрать возрастные пятна

ბადრიჯნის ნიღაბი

ბოსტნეულის სეზონზე გირჩევთ, რომ შეეცადოთ ბადრიჯნის ნიღაბი გაიკეთოთ. დააბლენდერეთ ბადრიჯანი, დაასველეთ მარლა პიურეში და დაიდეთ 20 წუთით სახეზე. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სასურველი მიზნის მისაღწევად გამოიყენეთ ნიღაბი ყოველდღე. 3 კვირის შემდეგ ლაქები გაქრება.

убрать возрастные пятна

სცადეთ თითოეული ნიღაბი და შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი. რეგულარული გამოყენებისას შეამჩნევთ სასიკეთო ცვლილებებს, ლაქები გაქრება, კანი გამკვრივდება და გახდება ელასტიური.

მოგვწერეთ კომენტარებში იყენებთ თუ არა ბუნებრივ საშუალებებს, თუ მზა კრემებს ანიჭებთ უპირატესობას.


Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*