შესანიშნავი ფენოვანი ცომი 15 წუთში!

გთავაზობთ ფენოვანი ცომის შესანიშნავ და მარტივ რეცეპტს პატარა საიდუმლოთი. ასეთი ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ ნაპოლეონი, პიცა, პეროგი, ფენოვანი მილები, სიგარეტები. ცომის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება, თუ არ ჩავთვლით მაცივარში დაყოვნების დროს.

შემადგენლობა:

ფქვილი (გაცრილი) – 550-600 გ

წყალი (ყინულიანი) – 300 მლ

კარაქი ან მარგარინი – 200 გ

კვერცხი – 1 ც.

ძმარი (9%) – 1 ჩ/კ.

მარილი – 1/2 ჩ/კ.

მომზადება

თასში ჩავასხათ გაყინული წყალი, დავამატოთ ძმარი, მარილი, კვერცხი და ავურიოთ. დავამატოთ გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი მაგარი არ უნდა იყოს. ის ელასტიური, რბილი და არ უნდა ეკვროდეს ხელს.

გადმოვიტანოთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე, გავყოთ ორ ნაწილად.

გავათხელოთ ერთი ნაწილი 3-5 მმ-ის სისქეზე და წავუსვათ ნახევარი კარაქი ან მარგარინი. შემდეგ გავათხელოთ მეორე ცომი და დავადოთ პირველს, ზემოდან კი წავუსვათ კარაქის მეორე ნახევარი. გადავახვიოთ რულეტივით, მოვათავსოთ ცელოფანში და შევინახოთ 15 წუთი საყინულეში ან 2 საათი მაცივარში.

დროის გასვლის შემდეგ გავათხელოთ და დავკეცოთ კონვერტისებურად. შეგვიძლია გამოვიყენოთ მაშინვე ან შევახვიოთ ცელოფანში და მაცივარში შევინახოთ. ასე მომზადებული ფენოვანი ცომი 1,2 კგ. გამოდის. გისურვებთ წარმატებებს!

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*