დიდი ხანია ჩემს სამზარეულოში კარტოფილი ყვავილოვანმა კომბოსტომ შეცვალა. ბევრად სასარგებლოა და ნაკლებად კალორიული.

დიეტოლოგები რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ ხშირად მივირთვათ ყვავილოვანი კომბოსტო. ის სასარგებლოა არა მარტო ფიგურისთვის, არამედ მისი კერძები ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავენ. 100 გრამ პროდუქტში მხოლოდ 30 კკალორიაა.

как приготовить цветную капусту

ამ თეთრი სილამაზისგან ბევრი სადილის და ვახშმის მომზადება შეგიძლიათ. უგემრიელესია სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში, მაგრამ ხორცთან ან ყველთან მაინც სულ სხვაა.

как приготовить цветную капусту

შემადგენლობა

1.5 კგ ყვავილოვანი კომბოსტო

500 მლ რძე

500 მლ წყალი

200 მლ უცხიმო ნაღები

200 გ ჰოლანდიური ყველი ან პარმეზანი

5 კბილი. ნიორი

კარაქი ფორმაზე წასასმელად

მარილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით

 

მომზადება

კომბოსტო დაანაწევრეთ და 5-7 წუთი ადუღეთ მარილიან და რძიან წყალში.

ნაღებს დაამატეთ მარილი, მუსკატის კაკალი, ნახევარი გახეხილი ყველი.

კომბოსტო გადმოიღეთ საწურზე, რომ ზედმეტი სითხისგან დაიწუროს.

ცხიმწასმულ ფორმაზე დაალაგეთ კომბოსტო და დაასხით ნაღები.

შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით, შემდეგ გამოიღეთ მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი და ისევ 10 წუთი შედგით ღუმელში.

ამ სურნელოვანი კერძით შეგიძლიათ ვახშამზეც ისიამოვნოთ.

კომბოსტოს ფრიკადელკების წვნიანი

 

как приготовить цветную капусту

შემადგენლობა

100 გ ქათმის ფარში

100 გ ყვავილოვანი კომბოსტო

1 ს/კ. სოიოს სოუსი

1 კვერცხის ცილა

1 ს/კ. ორცხობილას საფანელი

მარილი გემოვნებით

3 ლ ძვლის ბულიონი

10 გრ მშრალი კოჭა

მომზადება

მდუღარე წყალს დაამატეთ მარილი და ზეთი. ნახევრად მოხარშეთ კომბოსტო.

გაციებული კომბოსტო გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ ფარში, კვერცხის ცილა, სოიოს სოუსი, მარილი, საფანელი, კოჭა.

ბულიონი მიიყვანეთ ადუღებამდე, მომზადებული ფარშით გაამზადეთ ფრიკადელკები და ჩაუშვით ბულიონში. როცა ყველა ზემოთ ამოიწევა, წვნიანი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

как приготовить цветную капусту

ყვავილოვანი კომბოსტოთი შეიძლება უგემრიელესი პიურე მომზადდეს, რომელიც უხდება სოკოს, ბოსტნეულის, ხორცის კერძებს. მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო კარგად და დააბლენდერეთ. გააზავეთ ბოსტნეულის ან ხორცის ბულიონით.

 

ფარშირებული ყვავილოვანი კომბოსტო

как приготовить цветную капусту

ინგრედიენტები

1 თავი კომბოსტო

100 გ ღორის ფარში

100 გ ძროხის ფარში

100 გრ მყარი ყველი

100 გრამი შებოლილი ბეკონი

1 კვერცხი

1 ხახვი

1 ჭიქა ბულიონი

3 ს/კ. არაჟანი

2 ს/კ. ორცხობილას საფანელი

1 ლ რძე

1 ლ წყალი

შავი პილპილი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

0.5 კონა ოხრახუში

მომზადება

წყალს დაამატეთ რძე და მოხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში მთლიანი კომბოსტო, შემდეგ საწურზე დაწურეთ.

ზეთში შეწვით დაჭრილი ბეკონი და ხახვი, შემდეგ დაამატეთ ფარში და თავდახურული მოთუშეთ ხორცის მოხარშვამდე.

გააციეთ მომზადებული ფარში, დაამატეთ კვერცხი, მარილი, ორცხობილა, პილპილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და აურიეთ.

გადმოაბრუნეთ კომბოსტო ისე, რომ ყვავილები ქვემოთ იყოს, ჩატენეთ შიგ ფარში, გადმოაბრუნეთ კომბოსტო და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე. მოასხით ბულიონი, ნახევარი არაჟანი, შედგით 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

შემდეგ გამოიღეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი, დარჩენილი არაჟანიც მოასხით ზემოდან და ისევ 10 წუთი შედგით ღუმელში. როცა ყველი გადნება, მზად არის.

ეს ნამდვილად დიეტური ხორცის ღვეზელია ფქვილის გარეშე, რომელიც ყველას მოეწონება. გემრიელად მიირთვით!

как приготовить цветную капусту

თუ იდეები მოგწონთ, გთხოვთ გაუზიაროთ სტატია თქვენს ახლობლებს!

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*