რეცეპტი მეგობარს ვთხოვე, რომელიც საკონდიტროში მუშაობს. იდეალურ კლასიკურ ბისკვიტს ვაცხობ მხოლოდ ასე.

ახალგაზრდა დიასახლისები ძალიან ცდილობენ, რომ ბისკვიტი ფუმფულა და ჰაეროვანი გამოუვიდეთ. ცომს ამატებენ ბორჯომს, სოდას, გამაფხვიერებელს, პივას, მაგრამ ის იმდენად კაპრიზულია, რომ ყოველთვის არ იწევს.

გასწავლით კლასიკურ რეცეპტს, რომელიც ყველას ყოველთვის გამოსდის.

бисквит классический в духовке

დაიმახსოვრეთ, თუ გინდათ კარგი ბისკვიტი გამოგივიდეთ, ფქვილი მომზადების დროს გაცერით, ცხიმი წაუსვით ფორმას მხოლოდ ძირზე, არ გამოაღოთ ღუმელი, სანამ ბისკვიტი არ შეწითლდება.

შემადგენლობა

6 კვერცხი

150 გ ფქვილი უმაღლესი კლასის

200 გრამი შაქრის ფხვნილი ან შაქარი

1 ს/კ. ლიმონის წვენი

ლიმონის კანი

კარაქი ფორმაში წასასმელად.

бисквит классический в духовке

მომზადება

ორჯერ გაცერით ფქვილი წმინდა საცერში.

გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ 5 კვერცხის გული და 6 კვერცხის ცილა.

კვერცხი გამოყენებამდე უნდა იყოს მაცივარში.

бисквит классический в духовке

ფორმაში წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი, შეგიძლიათ პერგამენტის ქაღალდი გამოიყენოთ.

ათქვიფეთ მიქსერით კვერცხის ცილა გათეთრებამდე, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ნახევარი შაქარი ან პუდრი.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გულები დანარჩენ შაქართან ერთად, დაუმატეთ ლიმონის ცედრა ან რომელიმე არომატიზატორი.

ათქვეფილ გულს დაასხით ბეზე და მოაყარეთ ფქვილი. ფრთხილად ამოურიეთ ცომს კოვზით ან ნიჩბით.

бисквит классический в духовке

სწრაფად ჩაასხით ფორმაში ცომი, გაანაწილეთ ისე, რომ შუაში უფრო ცოტა მასა იყოს, ვიდრე გვერდებზე.

მოათავსეთ ღუმელში 160 გრადუსზე ერთი საათით. ამ დროის განმავლობაში ღუმელი არ გამოხსნათ. შემდეგ გასინჯეთ ასანთის ღერით, თუ ცომი არ ამოჰყვა, მზად იქნება.

გააციეთ ბისკვიტი, სამზარეულოს ტილოს დახმარებით გადმოიღეთ ფორმიდან და შეახვიეთ.

გააციეთ კარგად ოთახის ტემპერატურაზე. ბისკვიტი ძალიან რბილი და ფუმფულა გამოვა.

бисквит классический в духовке

შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან ან გამოიყენოთ ტორტის ასაწყობად. გაჭერით და წაუსვით ნებისმიერი კრემი.

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*