ყველაზე უჩვეულო კულინარიული რჩევები, რომელსაც საიდუმლოდ ინახავენ გამოცდილი მზარეულები. თუმცა ზოგიერთი დიასახლისი მაინც ახერხებს მათი ცოდნის გარკვევას.

შევკრიბეთ მთელი მსოფლიოს შეფ-მზარეულების გამოცდილებები და გაგიზიარეთ. ამას მხოლოდ კულინარიულ სკოლებში ასწავლიან. ვფიქრობ, დაგეხმარებათ ეს რჩევები სამზარეულოში მუშაობისას.

1.იდეალური სტეიკი

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

არასდროს შეწვათ ხორცი მაცივრიდან გამოღებისთანავე. შეწვამდე 2 საათით ადრე მოათავსეთ ოთახის ტემპერატურაზე. მიუხედავად იმისა როგორ წვავთ, აუცილებელია შეამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.

2.ყველაზე წვნიანი ხორცი

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

ქათამი ან მჭლე ხორცი იწვება დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომ ძალიან შრება და იფიტება. ევროპელმა მზარეულმა ამ პრობლემის გადასაჭრელად მარტივ გზას მიაგნო. მოამზადეთ მარილწყალი: 1ლ. წყალზე 1/4 ჭიქა მარილი და სურვილისამებრ 1/2 ჭიქა შაქარი, მოათავსეთ ხორცი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს წყლით და შედგით მაცივარში. დრო დამოკიდებულია ხორცის წონაზე, 1 კგ. 1 სთ.-ით უნდა გააჩეროთ, მაგრამ არა უმეტეს 8 საათისა და არანაკლებ ნახევარი საათისა. გარდა ამისა თუ პატარა ნაჭრები მოვათავსეთ წყალში, უნდა გამოვთვალოთ ერთი ნაჭრისთვის შესაფერისი დრო. შეწვამდე გაასუფთავეთ მარილის ნარჩენებისგან.

3.არომატული სანელებლები

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

დაფქვამდე აუცილებელია გააშროთ ნებისმიერი ხმელი სანელებელი და მეტი არომატისთვის საუკეთესოა ქვის საფქვავში დაიფქვას. შავი პილპილი უმჯობესია კერძში დაამატოთ დასაფქვავი. სახით.

3.ჰაეროვანი ცომი

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

იმისათვის, რომ საკონდიტრო ნაწარმი იდეალური გამოვიდეს, დაიმახსოვრეთ მარტივი წესი, მთელი ღამით კარაქი და კვერცხი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე და ისე გამოიყენეთ.

4.იდეალურად შემწვარი თევზი

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

სასიამოვნოდ შესაწვავად, თევზის ნაჭრებს მსუბუქად გადაუსვით მაიონეზი, შემდეგ მოაყარეთ მარილი და შეწვით, კარგია გრილზე თუ შეწვავთ. ბრწყინვალე სქელი ხრაშუნა ქერქი გარანტირებულია.

კიდევ ერთი რჩევა, თევზის შესაწვავად გამოიყენეთ მინიმალური სანელებელი, მხოლოდ მარილი და თუ გნებავთ ცოტა ლიმონის წვენი.

6.სტეიკი უცხიმო

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

ერთ-ერთმა ცნობილმა მზარეულმა გაგვიმხილა, რომ ხორცის შეწვისას სხვა დამატებით ცხიმი რომ არ გამოვიყენოთ, პირველად ტაფაზე ხორცი მოვათავსოთ ცხიმიანი მხრიდან, შეწვის პროცესში ხორცი გამოჰყოფს საკმარისი რაოდენობით ცხიმს და თავიდან ავიცილებთ ცხიმის დამატებას.

7.ნაზი კარტოფილის პიურე

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

იმისათვის, რომ პიურე გამოვიდეს გემრიელი, კარტოფილის მოხარშვის შემდეგ წყალი მთლიანად ამოაშრეთ, ისე რომ არ დაწვათ. ამის შემდეგ მოამზადეთ პიურე. მერწმუნეთ ძალიან დახვეწილი და დელიკატური კერძი გამოდის.

ჩაზილეთ კარტოფილი და შემდეგ დაამატეთ მდუღარე წყალი ან რძე, ასე თავიდან აიცილებთ ცხელ შხეფებს.

8. სუპი გურმანებისთვის

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

სანამ ბოსტნეულის წვნიანს ან პიურეს მოამზადებთ, ყველა ინგრედიენტი შეწვით მცენარეულ ზეთში და შემდეგ დაასხით წყალი. ასე მომზადებული უგემრიელესი გამოვა კერძი, ეს ეხება ბოსტნეულის რაგუსაც.

9. ყველაზე გემრიელი ბლინები

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

რეცეპტის მიუხედავად, ყოველთვის დაამატეთ შემადგენლობაში 2 კოვზი კარგი არაჟანი, არ აქვს მნიშვნელობა ტკბილს აცხობთ თუ სიტკბოს გარეშე, ეს ხერხი ყოველთვის ამართლებს. ფუმფულა და გემრიელი გამოდის, შიგთავსის შეხვევისას კი არ იხევა.

10. შაქარი ტკბილეული არ არის

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

შაქარი შეიძლება გამოიყენოთ სანელებლად, როგორც მარილი. დაამატეთ ის კერძს, სადაც არის საწებელი ან პომიდორი, ის გაანეიტრალებს მომატებულ სიმჟავეს და კერძი გემრიელი გამოვა.

11. ყველაზე მარტივი კერძი- შემწვარი კვერცხი

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

კვერცხის იდეალურად შეწვისთვის საუკეთესოა სქელძირიანი ტაფა, კარაქი და მინიმალური ტემპერატურა. გააცხელეთ ტაფა, ჩააგდეთ ცოტა კარაქი, შემდეგ ჩაასხით კვერცხი და 4-5 წუთი შეწვით, ნელ-ნელა უნდა გაფუვდეს. მარილი შეგიძლიათ დაამატოთ მაგიდასთან მიტანის შემდეგ.

12. გამჭვირვალე ბულიონი

 

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

ქათმის ბულიონი გამჭვირვალე რომ გამოვიდეს, სანამ ამოდუღდება, კარგად მოვხადოთ ქაფი, შემდეგ საშუალო ცეცხლზე 3 საათის განმავლობაში ვადუღოთ ხუფის გარეშე. საათნახევრის შემდეგ ბულიონში ჩავუშვათ ნიახური, სტაფილო და ხახვი.

სხვა ხორცის მოხარშვისას, ბოსტნეული გავჭრათ შუაზე, ტაფაზე შევწვათ და ისე დავამატოთ ბულიონს, ეს კერძს მდიდარ გემოს და ფრს აძლევს.

13. დაბრაწული ქერქი

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

პურის ცხობისას ვაწყდებით პრობლემებს, კანი რჩება თეთრი ან დიდი ხნით დატოვების შემდეგ ძალიან მაგრდება და ხმება. ამას მარტივად გადაჭრით, ღუმელში ქვაბით შედგით წყალი, ის ორთქლდება და თავის საქმეს აკეთებს: ქერქი იქნება ლამაზი, ხრაშუნა და რბილი.

14. ხახვის სწორად შეწვა

 

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

დადგით ტაფა ცეცხლზე, გააცხელეთ, მოათავსეთ კარაქი და დაამატეთ ზეთი, დაალაგეთ მთელ-მთელი მარილმოყრილი ხახვი და შეწვით. მარილს გამოაქვს სიმწარე, აქრობს უსიამოვნო სუნს, ხელს უწყობს ხახვის სწრაფად შეწვას და აძლევს მოტკბო გემოს. შეგიძლიათ მხოლოდ კარაქში შეწვათ, მაგრამ რომ არ გაშავდეს, შეწვით მცენარეულ კარაქში.

15. არ ერიდოთ ნიორს

Запомните эти 15 секретов профессиональных поваров, которые раскрывают только в кулинарных школах

 

თუ შეხვედრებს გეგმავთ და გიწევთ ნიორზე უარის თქმა, შეგიძლიათ თეფშს მოუსვათ ნივრის ნაჭერი, რომელზეც მიირთმევთ კერძს, ასე თავს დააღწევთ ნივრისგან გამოწვეულ შესაძლო უსიამოვნო სუნს, სამაგიეროდ კერძს სასიამოვნო გემოს შესძენთ.

 

 

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*