“პოლ-რობსონი”, შოკოლადი-არაჟნის ტორტი 80-იანი წლებიდან.

ბავშვობაში მაგიდაზე ამ ტორტის დანახვა ყოველთვის დღესასწაული იყო. დიასახლისები ყოველთვის აცხობდნენ კაკაოს ფირფიტების და არაჟნის კრემის ტორტს. დესერტი ყოველთვის გამოდიოდა გემრიელი, ნოყიერი და არომატული.

ტორტს სახელწოდება შეერქვა სახელგანთქმული ბარიტონის, მომღერლისა და მსახიობის პოლ რობსონის პატივსაცემად, რომელიც საბჭოთა კავშირს ეწვია არაერთხელ (1934 წელს პირველად). 1964 წელს “კრუგოზორის” ჟურნალმა რობსონზე დაწერა: “ის, ვინც პოლ რობსონს მოუსმენს ერთხელ მაინც, არ დაივიწყებს მის ხმას”.

რჩევები ინგრედიენტებზე: კეფირი უნდა იყოს 2,5 % ცხიმის შემცველი. კარაქი არ შეცვალოთ მარგარინით. კაკაო უნდა იყოს მაღალი ხარისხის, რადგან ტორტის გემო დამოკიდებულია მასზე. არაჟანი უნდა იყოს ცხიმის მაღალი შემცველობის.

ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, არაჟანი კი უშუალოდ მომზადების დროს გამოიღეთ მაცივრიდან.

შემადგენლობა

ხორბლის ფქვილი 300 გ

კეფირი 250 მლ

შაქარი 200 გ

კარაქი 80 გ

კვერცხი 2 ც.

კაკაო პუდრი 2 ს/კ.

სოდა 1 ჩ/კ.

ვანილის შაქარი 10 გრ

არაჟანი 600 გ

შაქრის პუდრი 80 გ

კაკალი 100 გ

მომზადება

ღრმა თასში, აურიეთ კაკაოს ფხვნილი, გაცრილი ფქვილი და სოდა. ცალკე, აურიეთ კვერცხებში ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი. ჩაასხით გამდნარი კარაქი, ათქვიფეთ. ჩაასხით კეფირი და ისევ ათქვიფეთ. ჩაასხით თხევადი ნარევი მშრალში და აურიეთ სანამ არ გახდება გლუვი.

тесто для бисквита

25 სმ დიამეტრის ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთი. გამოიღეთ, გააციეთ, ზედაპირი დანით შემოაჭერით თანაბრად( შეინახეთ მოსაყრელად) და ბისკვიტი სიბრტყეზე გაჭერით სამ ნაწილად.

шоколадный бисквит

ათქვიფეთ არაჟანი შაქრის პუდრასთან ერთად, დაამატეთ დაფქვილი კაკალი და აურიეთ.

сметанный крем

ააწყვეთ ტორტი. დაკრემეთ თითოეული ფირფიტა და შეაერთეთ. ზემოდან მოაყარეთ ნამცხვრის ნაფხვენი. შეგიძლიათ მორთოთ ალუბლით, კაკლით, შავი ქლიავით.

шоколадный торт со сметанным кремом

გემრიელი ფირფიტები იდეალურად კომბინირებულია კრემთან და კაკალთან. არაჟანი აძლევს მომჟავო გემოს, რაც პიკანტურს ხდის ტორტის გემოს. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებსაც!

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*