გემრიელი, არომატული ბელიაშები ნებისმიერ ადამიანში გააღვიძებს კულინარიულ ნიჭს!

დღესდღეობით სავსეა ბაზრები და მაღაზიები მზა ფუნთუშებით, რომლებიც არც ისე ძვირია, გემრიელია და ამავე დროს სახიფათო. ექიმები გვაფრთხილებენ მოვერიდოთ სწრაფი კვების ობიექტებს, რადგან არ ვართ დაზღვეული რომ გამოიყენება ჯანსაღი პროდუქტი და დაცულია სანიტარული წესები. ეს ჰგავს ბომბს, რომელიც არ იცი როდის აფეთქდება. დაზღვეულები არ ვართ, რომ საღი აზრი გვიხსნის ცდუნებისგან.

გთავაზობთ გემრიელი ხორცის ღვეზელის, ბელიაშების რეცეპტს, რომელიც წუთში დაანაყრებს ოჯახის წევრებს. მომზადებითაც ისევე სწრაფად მზადდება, როგორც იჭმევა.

 

домашние беляши с мясом

ბელიაში ხორცით

ბელიაში არის ბაშკირის სამზარეულოს კერძი, რომელიც პოპულარულია დსთ-ს მასშტაბით. გასაკვირია, რომ სხვა ქვეყნებში, შემწვარი ხორცის ღვეზელზე არ არის განსაკუთრებული მოთხოვნა.

გთავაზობთ სახლში გამომცხვარი ბელიაშის რეცეპტს. ცომი ნაზია,როგორც ბუმბული,თვითონ ბელიაში კი გამოდის ფუმფულა, დაბრაწული და რაც მთავარია გემრიელი.

домашние беляши с мясом

ინგრედიენტები:

1.5 კგ ხორბლის ფქვილი

500 მლ წყალი

500 მლ რძე

100 მლ მცენარეული ზეთი

10 გ მშრალი საფუარი

1 ჩ/კ. მარილი

გულსართი:

1 კგ ღორის ან საქონლის ხორცი

3 საშუალო თავი ხახვი

კარაქი, მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

წყალი და რძე ჩაასხით თასში და შეათბეთ.

დაამატეთ მარილი, ზეთი, საფუვრიანი ფქვილი და მოზილეთ ცომი.

домашние беляши с мясом

გადააფარეთ ცომს და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად, დაახლოებით 1,5 საათი.

ამასპბაში ხორცსაკეპში გაატარეთ ხორცი და ხახვი, შეანელეთ მარილით, პილპილით, დაამატეთ ცოტა წყალი. ფარში გამოვა წვნიანი.

ცომი გადმოიღეთ მაგიდაზე, ამოიყვანეთ გუნდები.

домашние беляши с мясом

გაათხელეთ თითოეული გუნდა, შუაში მოათავსეთ გულსართი, დაადეთ ზემოდან კარაქის ნაჭერი, შეუკარით პირი, ამისათვის ცომის კუთხეები შეკრიბეთ და ოდნავ გააბრტყელეთ.

домашние беляши с мясом

შეწვით საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე ბლომად ზეთში.

домашние беляши с мясом

გახსენით კომპოტი ან წვენი და მიიპატიჟეთ ახლობლები მაგიდასთან. გელოდებათ გემრიელი ბელიაშები დასაგემოვნებლად. გემრიელად მიირთვით!

домашние беляши с мясом

არომატული, ნაზი ხორცის გულსართი ნაჭერი კარაქით, პიდაპირ პირში დნება.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*