ფრანგული კრეკერი: უნივერსალური ნამცხვრის ყველაზე მარტივი რეცეპტი!

ერთ-ერთი კულინარიული ლეგენდის თანახმად, ფრანგული კრეკერები ერთი კონდიტრის პატარა შეცდომის წყალობით გაჩნდა. მან უბრალოდ დიდ ხანს გააჩერა ღუმელში გალეტები და შედეგად მიიღო ნამცხვრები, რომლებიც ხრაშუნით იმტვრეოდა. საოცარია, მაგრამ ეს კულინარიული შეცდომა მყარად დამკვიდრდა ევროპულ სამზარეულოში.

განსაკუთრებული გემო და ხრაშუნა სტრუქტურა – მოამზადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

100 გრ კარაქი

250 გრ ფქვილი

50 გრ შაქარი

1 მწიკვი მარილი

3 ს.კ. შესქელებული რძე

7 ს.კ. ნაღები

1 ჩ.კ. ზეთი

მომზადება

შედგით კარაქი საყინულეში 2 საათით, შემდეგ დაჭერით კუბებად და ასრისეთ გაცრილ ფქვილთან ერთად.

მასაში დაუმატეთ შაქარი, მარილი და ნაღები. მოზილეთ მკვრივი ცომი და შედგით მაცივარში 1 საათით.

გააბრტყელეთ ცომი 5 მმ სისქეზე, ამოჭერით ჭიქის ან სპეციალური ფორმის მეშვეობით წრეები.

წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი, მოათავსეთ ნაწარმი ერთმანეთისგან ოდნავ მოშორებით, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და წაუსვით შესქელებული რძე თითოეულს.

შედგით 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. თუ უფრო ადრეც მოოქროსფერდება, შეგიძლიათ გამოიღოთ ღუმელიდან.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ შაქარი მარილით ჩაანაცვლოთ და დაამატოთ ქუნჯუთი ან სელის თესლი – ლუდის შესანიშნავი მისაყოლებელი გამოგივათ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*