გენიალური ხრიკი – უგემრიელესი დაბეგვილი ხორცი 25 წუთში.

კერძი უმარტივესია, მაგრამ ძალიან გემრიელი.

ჩვენი რეცეპტი იმით არის კარგი, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი ხორცი გამოიყენოთ.

უბრალოდ, შეურიეთ ლიმონის, არაჟნისა და ხახვის ნაზავში და მომზადებამდე შედგით მაცივარში 2 დღით. შეწვამდე კი დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიეტები და მოურიეთ.

ინგრედიენტები

300 გრ ხორცი

1 ს.კ. სახამებელი

2 ს.კ. არაჟანი

1 კვერცხი

2 ს.კ. ზეთი

1 ს.კ. ლიმონის წვენი

1 ც ხახვი

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით წვრილად ხორცი, მოათავსეთ ქვაბში. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, კვერცხი, ლიმონის წვენი, სახამებელი, არაჟანი, მარილი და პილპილი. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 15 წუთით.

გაახურეთ ტაფაზე ზეთი. კოვზით დაასხით ხორცის მასა მრგვალი ალადების მსგავსად. დააფარეთ თავსახური და შეწვით სანამ ხორცი არ გათეთრდება, შემდეგ გადააბრუნეთ და შეწვით თავსახურის გარეშე.

ленивые отбивные

თუ აღმოსავლური გემოები გიყვართ, ჩაანაცვლეთ არაჟანი 2 ს.კ. სოიოს სოუსით, დაამატეთ 1 ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი და კუნჯუთი გემოვნებით. უჩვეულო და უგემრიელესი კერძი გამოვა. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*