ნამცხვარი შოკოლადით და ქოქოსით.

ნამცხვარი შოკოლადით და ქოქოსით.

ცომი

6კვერცხი

მწიკვი მარილი

18 ს.კ შაქარი

18ს.კ ზეთი

18ს.კ რძე

18ს.კ ფქვილი

ვანილი

1შეკვრა გამაფხვიერებელი

შოკოლადის მინანქარი

400გრამი შავი შოკოლადი

200გ.შაქარი

500მლ.რძე

30გ კარაქი

400გ.ქოქოსის ფანტელი

ცომის მასის მომზადება

კვერცხს დავუმატოთ მარილი, ვანილი , შაქარი და ავთქვიფოთ 10წუთი, მასა რომ გათეთრდება და გაორმაგდება, დავამატოთ ზეთი, რძე , ფქვილს ვურევთ გამაფხვიერებელს და დავაცრათ მასას, ვთქვიფოთ ერთფეროვანი მასის მიღებამდე, ვაცხობთ  ჟარონაზე 180გრადუსზე, დაახლოებით 30წუთი, გავაციოთ, ჩამოვაჭრათ გვერდები და დავჭრათ ,  ამ მასალით გამოდის 30ცალი.

მინანქარი

შაქარი და შოკოლადი მოვათავსოთ დაბალ ცეცხლზე რამოდენიმე წუთით,დავასხათ რძე და ვურიოთ,  2 წუთში დავამატოთ კარაქი და ვადუღოთ კიდევ დაახლოებით 5წუთი.
მინანქარი გავაგრილოთ , მასში ამოვავლოთ ბისკვიტს ნაჭერი, დავიხმაროთ ორი ჩანგალი და შემდეგ ბისკვიტი ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელში.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*