მარტივი გზა წონაში დასაკლებად. მინიმალური ძალისხმევა, სასწორზე კი უკვე მინუს 3 კგ.

სწორი კვება წონის დასაკარგად.

არაერთ სტატიაში გვირჩევენ, რომ უზმოზე კარგია ლიმონიანი წყლის დალევა. თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ამის გაკეთება, დაიწყეთ ჩვეულებრივი ანადუღარი წყლით, როცა ჩვევა გამოგიმუშავდებათ, დაუმატეთ წყალს რამოდენიმე წვეთი ლიმონი. ასევე ცვევად აქციეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და მის შემდეგ (1,5 საათის) წყლის დალევა.

ისაუზმეთ ერთსადაიმავე დროს: 8-დან 9 საათამდე. საუკეთესო ვარიანტია წყალზე მომზადებული შვრია, შეგიძლიათ დაამატოთ კაკალი, თაფლი, დარიჩინი. ეს კერძი დაგასაჩუქრებთ ენერგიით, სასარგებლო ნივთიერებებით.

წაიხემსეთ 10:30 -დან 11:30-მდე. ახალი ან გამომცხვარი ვაშლი თაფლით და დარიჩინით, ცოტა უცხიმო ხაჭოთი ან ბუნებრივი იოგურტით.

სადილი 12:00 დან 13:30 მდე. შეგიძლიათ ისადილოთ მსუბუქი წვნიანით, მოხარშული ხორცით, მოხარშული ან მოთუშული ბოსტნეულით. მთავარია არ იყოს საკვები შემწვარი და მარილიანი.

სამხარი 14: 00-16: 00 სთ. ხილის სალათი, პეჩენია, მოხარშული კვერცხი. ერთი ნაჭერი პური ცოტა კარაქით.

ვახშმის იდეალური დრო 17: 30-19: 00-ზე.

ის, რომ 18:00 საათის შემდეგ არ შეიძლება ჭამა, მითია. თანამედროვე ცხოვრების ტემპის გამო, 6 საათის შემდეგ უნდა ჭამოთ. გაცილებით საშიშია ფიგურისთვის შიმშილი. საუკეთესოა მაღალი ცილოვანი საკვები: უცხიმო თევზი, ორი ომლეტი, ხაჭო, ქათმის ან ინდაურის ხორცი ბოსტნეულთან ერთად.

საღამოს კვებიდან ერთი საათის შემდეგ საუკეთესო დროა ვარჯიშისთვის. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმა: ცურვა, ტრენაჟორი, სირბილი, ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა. ვარჯიშის შემდეგ სასარგებლოა ნახშირწყლოვანი კოქტეილი: რძეში დაუმატეთ ბანანი, მარწყვი, ჟოლო ან მოცვი და დალიეთ. დაძინებამდე 2-3 საათით არ უნდა მიიღოთ საკვები.

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*