ამ ორი პროდუქტის შეერთებით შეიძლება მივიღოთ განსაკუთრებული სამკურნალო ნაერთი, რომელიც თავისი თვისებებით უნიკალური და მრავალფეროვანია!

პროპოლისი არის ფუტკრის ნარჩენები. მისი გამოყენება მრავალფეროვანია. გვხვდება მუქი ყავისფერიდან ღია ოქროსფერი შეფერილობის. მომწარო გემო აქვს, კბილებზე ილესება. ადვილად იხსნება სპირტში და ძმარში. ასევე გაცხელებულ წყალში, ზეთში და რძეში.

что такое прополис

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით პროპოლისი არ კარგავს თავის თვისებებს. თუნდაც ერთი საათის დუღილის დროს მთლიანად ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს.

პროპოლისის სპირტიანი ნარევი ეფექტურია კანის დაავადებების, პირის ღრუს ანთებების, წყლულების, ჭრილობების სამკურნალოდ.

რძესთან შერევისას მისი  სასარგებლო თვისებები გაუმჯობესებულია. ეს უნიკალური კოქტეილი იძლევა შთამბეჭდავ შედეგებს. საუკეთესოა გაციების, გრიპის, შინაგანი ორგანოების ანთებების სამკურნალოდ.

спиртовая настойка прополиса

ინფექცია, გრიპი, ბრონქიტი, პნევმონია, ასთმა.

დაავადების პირველივე ნიშნებისას დალიეთ ძილის წინ 20 წვეთი 10% პროპოლისის და 100 მლ. ცხელი რძის ნარევი. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეიძლება მხოლოდ 6 წვეთი.

1 ს/კ. პროპოლისი დაამატეთ 300 მლ. რძეს და დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე. მთელი დღის მანძილზე 1 ს/კ. საათში ერთხელ უნდა მიიღოთ ხველის, ყელის ტკივილის, გრიპის დროს.

პროფილაქტიკის მიზნით და იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად, ჭამამდე 15 წუთით ადრე ერთი კვირის მანძილზე 1 ჩ/კ მიიღეთ.

ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, თირკმლების, ბუშტის დაავადებები.

ერთ ჭიქა ცხელ რძეში 10 %-იანი პროპოლისის 40 წვეთი მიიღეთ ძილის წინ 5 დღის მანძილზე.

გასტრიტი.

შეურიეთ 100 მლ 10 %-იანი პროპოლისი და 100 მლ ქაცვის ზეთი. დაამატეთ რძეში 30 წვეთი და დღეში სამჯერ  ერთი საათით ადრე ჭამამდე დალიეთ  ორი კვირა კურსი გაიმეორეთ ერთი კვირის შემდეგ.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.

200 მლ ცხელ რძეში დაუმატეთ 60 წვეთი 30 %-იანი პროპოლისის ხსნარი. გაყავით სამად და დღეში მიიღეთ 30 წუთით ადრე ჭამამდე.

настойка прополиса при гастрите

настойка прополиса при простуде

პანკრეატიტი.

100 მლ ცხელ რძეს დაუმატეთ 0,5 ჩ/კ. პროპოლისის ხსნარი და უზმოზე ან ძილის წინ დალიეთ.

პროსტატიტის ან შარდსასქესო დაავადებები მამაკაცებში. 

50 მლ ცხელ რძეში დაამატეთ 20 წვეთი 10 %-იანი პროპოლისის ხსნარი და დღეში სამჯერ დალიეთ. ასევე დღეში ერთჯერ ენის ქვეშ დაიდეთ პროპოლისის პატარა ბურთულა მის სრულ გახსნამდე.

 

მამაკაცებში რეპროდუქციული სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს კარგია ნატურალური პროპოლისის და რძის ნარევი. 1 ლ. ადუღებულ რძეში გახსენით 30 გ. პროპოლისი, მოურიეთ და თავდახურულ მდგომარეობაში გააციეთ. დალიეთ დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

настойка прополиса при простатите

ართრიტი, რევმატიზმი,პოდაგრა.

100 მლ ცხელ რძეს დაამატეთ 10 %-იანი პროპოლისი 1 ჩ/კ. და მიიღეთ დღეში სამჯერ.

80 გ. ნატურალური პროპოლისი დაფხვენით და დაამატეთ 800 მლ ადუღებულ რძეს. დაბალ ცეცხლზე მოურიეთ ცოტა ხანს. გააციეთ, გაწურეთ, დღეში სამჯერ 100 გრ. მიიღეთ.

მენსტრუალური ტკივილის დროს და სხვა ქალური ანთებების დროს.

დღის განმავლობაში და ღამით ტკივილის შესამცირებლად კარგია 100 მლ ცხელ რძეში 15 წვეთი 10 %-იანი სპირტიანი ხსნარი.

მკურნალობის დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენს შვილებს არ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტების მიმართ.

გისურვებთ ჯანმრთელობას! ვიმედოვნებთ, რომ ამ სასარგებლო სტატიას გაუზიარებთ თქვენს მეგობრებს!

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*