როგორ გავხდეთ სწრაფად და ეფექტურად

ცხოვრების ახალი რიტმი არ გვაძლევს საშუალებას გავჩერდეთ ერთ ადგილას. ვცდილობთ ყველაფერი მოვასწროთ, გვინდა ყველაფერი დღეს და სწრაფად. გახდომაც კი ძალიან მოკლე დროში გვინდა, მითუმეტეს თუ ეს გვჭირდება განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.  ამასთან ერთად დღის წესრიგში დგება კითხვაც- რამდენად დასაშვებია ჯანმრთელობისთვის  გახდომა ძალიან მოკლე დროში? ბევრია ამ თემაზე ვერსიები და არგუმენტები. თუ გადავწყვეტთ წონაში დაკლებას, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებაც, რადგან სურვილი ოცნებად არ იქცეს.

დიდი ხნის დაგროვილი ცხიმის სწრაფი მოცილება ჯანმრთელობის გაუარესების გარეშე არ მოხდება. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად. უნდა მივმართოთ დიეტოლოგს და მივიღოთ კონსულტაცია მისგან, თუ ჯანმრთელობის პრობლემას გამორიცხავს, შევარჩიოთ ჩვენზე მორგებული რომელიმე სწრაფი დიეტის ვარიანტი.

დიეტის დაწყების წინ სასურველია გაითვალისწინოთ:

აირჩიეთ თქვენთვის მისაღები დრო კვებისთვის ისე, რომ არ დაარღვიოთ. ეს დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ შიმშილის გრძნობას.

ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი. მთელი დღის მანძილზე აუცილებელია ორ ლიტრამდე წყლის დალევა, რადგან სწრაფი დიეტის დროს გამოიყოფა მავნე ნივთიერებები და წყალმა ხელი უნდა შეუწყოს მათ გამოდევნას. გაღვიძებისთანავე და ძილის წინ ერთი ჭიქა, ყოველი ჭამის წინ ასევე თითო-თითო ჭიქა უნდა მიირთვათ.

კვების უმეტესი წილი ბოსტნეულზე უნდა მოდიოდეს, მიირთვით ბოსტნეული უმად. ეს აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმის სწრაფ წვას.

ჯანმრთელობისთვის უვნებელია მოხარშული, დაკონსერვებული, რამოდენიმე  სახის საკვების მიღება. გამორიცხეთ რაციონიდან შემწვარი, შებოლილი, მარილიანი საკვები. საერთოდ უარი თქვით გაზიან სასმელებზე.

სწრაფი დიეტის წინ შეამზადეთ საკუთარი თავი როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. შეხედეთ ყველაფერს პოზიტიურად.

ოთხდღიანი სწრაფი დიეტა:

ეს დიეტა მკაცრად შეზღუდულია და შედგება 4 საკვები პროდუქტისა და 4 სახის სასმელისგან, რომლებიც შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ,  მწვანე ჩაი და ვაშლის წვენი უშაქროდ, ქათმის ხორცი და ბრინჯი უმარილოდ და უცხიმოდ.

პირველი დღე: მოხარშული ბრინჯი და ახლადგამოწურული ვაშლის წვენი

 

მეორე დღე: მოხარშული ქათმის ფილე, ვაშლის წვენი და მწვანე ჩაი.

 

მესამე დღე: უცხიმო ხაჭო და ნაკლებცხიმიანი კეფირი.

 

მეოთხე დღე: ნებისმიერი უცხიმო ყველი და მწვანე ჩაი.

 

творог с яблоком

დასვენების დღეებში უნდავიზრუნოთ საკუთარ  თავზე, ვივარჯიშოთ, მოვაწყოთ განტვირთვის დღეები და ორშაბათს დილით სარკეში ჩახედვისას ისე კმაყოფილი დავრჩებით, რომ მომავალი კვირა  დამღლელად და აუტანლად აღარ მოგვეჩვენება. შეგიძლიათ პარასკევს აუკრძალოთ თავს ტკბილეული და ფქვილოვანი ნაწარმი, ამით გაგიადვილდებათ ორდღიანი მკაცრი კვების რეჟიმი.

 

შაბათი

საუზმე: 1 ჭიქა. 2.5% კეფირი, 1 ჭვავის პურის სენდვიჩი ყველით.

სადილი: ბოსტნეულის სალათი მწვანე ბარდით ან დაკონსერვებული სიმინდით და ბოსტნეულის ზეთით.

ვახშამი: 150 გ უცხიმო (სასურველია ზღვის თევზი), 1 ჭიქა კეფირი.

კვირა

საუზმე: 1 ჭიქა მწვანე ჩაი, 2 ორცხობილა.

ვახშამი: 2-3 პატარა კარტოფილი და კომბოსტო სალათი  პურით, ბოსტნეულის ზეთით.

ვახშამი: 100 გ ქათმის მკერდი, მცენარეული ან ხილის სალათი, 1 კვერცხი, 1 ჭიქა კეფირი.

 

овощи с картошкой

მჟავე კომბოსტოს სასწაულმოქმედი ექსპრეს დიეტა:

მჟავე კომბოსტო შეიცავს ბაქტერიას, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს და მავნე ნივთიერებებს. კომბოსტოს დიეტა ძალიან სასარგებლოა და შეიძლება 3 დღეში 2 კილოგრამიც დავიკლოთ.

საუზმე: შვრიის ფაფა, 250 გრ. ხილი, 1 ჭიქა უშაქრო იოგურტი( ან ერთი ნაჭერი პური, 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი და კომბოსტო )

სადილი: 1  კარტოფილი, კომბოსტო და 1 კვერცხი.

ვახშამი: კომბოსტო, დაკონსერვებული თევზი, ჭარხალი ან კომბოსტოს წვნიანი კარტოფილით და მწვანილით.

Быстрые диеты

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*