როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა ქსოვილიდან

ტანსაცმლიდან ცხიმის ლაქის ამოყვანას ბევრი მარილით ცდილობს, მაგრამ ამან შეიძლება ისე გააფუჭოს, რომ მისი ჩაცმა ვეღარ შევძლოთ. მარილი უბრალოდ შეიძლება დამხმარე საშუალებათ გამოვიყენოთ.
ცხიმის ლაქას დაასხით ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ძმრიანი ღრუბლით ამორეცხეთ, დატოვეთ გაშრობამდე. შემდეგ გარეცხეთ ნებისმიერი სარეცხი ფხვნილით.

ქსოვილიდან ცხიმის ძველი ლაქა შეიძლება ქაღალდის საშუალებით ამოვიყვანოთ. ქაღალდის ერთი ფენა ქსოვილის ქვეშ მოვათავსოთ, მეორე ზედ დავაფინოთ და ცხელი უთოთი გავაუთოვოთ.

ტანსაცმელზე ცხიმის მოხვედრისთანავე დაფარეთ ის ადგილი მარილით, ცოტა ხნის შემდეგ გაასუფთავეთ და პროცედურა გაიმეორეთ. სწრაფად და ეფექტურად ამოსაყვანად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილიანი ხსნარი, ერთმანეთში შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი და მარილი, 1:3 პროპორციით.

მდოგვის ფხვნილით და წყლით გაამზადეთ სქელი მასა და წაუსვით ლაქას, რამოდენიმე წუთის შემდეგ გარეცხეთ, შედეგი არაჩვეულებრივია.

ბარხატის ქსოვილიდან ლაქის ამოსაყვანად გამოიყენეთ თეთრი დამბალი პური, ლაქაზე მოათავსეთ პური, ის შეიწოვს ცხიმს მთლიანად. შედეგის მიღწევის შემდეგ გარეცხეთ სარეცხი ფხვნილით.

თუ ლაქა ისეთ ქსოვილზეა, რომ მისი გარეცხვა შეუძლებელია, სახამებლით სცადეთ მისი ამოყვანა, ლაქაზე დააყარეთ სახამებელი, უმჯობესია შეათბოთ, ცოტა ხნის შემდეგ მშრალი მატერიით გაწმინდეთ, გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ, სანამ ლაქა არ გაქრება.

ზოგს ლაქის მოცილება ურჩევნია კბილის პასტის ან საპარსი ქაფის საშუალებით, მაგრამ ამან შეიძლება ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს. შევარჩიოთ ისეთი მეთოდი, რომ შედეგსაც მივაღწიოთ და კმაყოფილიც დავრჩეთ.

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*