სილამაზის და ახალგაზრდობის საიდუმლოების უნიკალური რეცეპტი.

სილამაზის ინდუსტრიას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მეგა წარმატებული. ყველა ცდილობს გამოიყურებოდეს მიმზიდველად, დარწმუნებულები არიან ადამიანები რომ სილამაზეზე ზრუნვა წარმატებული ცხოვრების საწინდარია. ბევრისთვის უცნობია, რომ ეს დამოკიდებულია კვებაზე.

რას აკეთებთ კანის გასათეთრებლად, თვალის უპეების შეშუპების მოსაცილებლად, თმის მოსავლელად, მაკიაჟის მოსაცილებლად, აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის საჭირო პროფესიონალური პროცედურების ჩატარება. სილამაზეზე ზრუნვა სახლის პირობებში, სამზარეულოს პროდუქტებითაც შეიძლება.

თუ შენიშნეთ, რომ იღლიის ქვეშ კანი გამუქდა, რასაც ანტიპერსპირანტების და დეზოდორანტების ხშირი მოხმარება იწვევს, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური გამწმენდი კრემები, მაგრამ ზოგჯერ მათ სასურველი შედეგი არ მოაქვთ და მგრძნობიარე კანს არ უხდება. ამ შემთხვევაში ბუნებრივი გზით მიიღებთ შედეგს. კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე, გამოწურეთ წვენი და მასში დასველებული ტამპონით გაიწმინდეთ გამუქებული ადგილები, მეტი ეფექტურობისთვის პროცედურა ჩაიტარეთ ხშირად.

თმა რომ ბზინავდეს ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, გამოიყენეთ მუქი ფერის ლუდი, ღამით მოხადეთ ლუდს საცობი და დილამდე დატოვეთ. დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ, შემდეგ გადაივლეთ ლუდი და 15 წთ.- ის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
თვალის მოსავლელად უამრავ საშუალებას იყენებენ, მაგრამ მგრძნობიარე თვალისთვის ყველაფრის გამოყენება არ შეიძლება. შეარჩიეთ ანტიალერგიული ნაოჭების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვალის კრემი და თხელ ფენად წაისვით თვალის გარშემო 3-5 წუთით, ეს კრემი უხდება თვალის კანის ანთებას.
გაფცქვენით მწიფე ბანანი და ქერქი შიგნითა მხრიდან მიიმაგრეთ კბილებზე, 10 წთ.-ის შემდეგ პირის ღრუ გამოივლეთ თბილი წყლით.

სახიდან მაკიაჟის მოსაცილებლად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი, იმ შემთხვევაშიც თუ ჯერ კიდევ გაქვთ რომელიმე მაღალი ხარისხის კოსმეტიკური კრემი. ზეითუნის ზეთი არა მარტო წმენდს კანს, არამედ კვებავს კიდეც.

თუ თვლით, რომ ბუნებრივი ინგრედიენტებით სახისა და სხეულის მოვლა უკეთესია, სცადეთ ეს მარტივი პროცედურები და კმაყოფილი დარჩებით, დიდხანს შეინარჩუნებთ სილამაზეს და ახალგაზრდობას.

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*