პოპულარული საკვები კომბინაციები, რომლებსაც ზიანი მოაქვთ ჯანმრთელობისთვის

ჯანმრთელი კვების ექსპერტები გვაფრთხილებენ: ზოგიერთ კომბინაციაში, სასარგებლო პროდუქტები კარგავს თავის თვისებებს, რომლებიც ძვირფასია სხეულსა და ჯანმრთელობაზე. კერძოდ, ხორცის და ყველის ერთად გამოყენება არ შეიძლება. ხორცისა და ყველის დუეტს შეუძლია შექმნას სერიოზული პრობლემა საჭმლის მონელების პროცესში, ვინაიდან თითოეული ამ პროდუქტის შთანთქმისას საჭიროა ფერმენტები, მათ გადამუშავებაში სხვადასხვა სახის ფერმენტი მონაწილეობს, ყველი ხელს უშლის ხორცის შეწოვას, ხორცი-პირიქით.

ამ მიზეზით არ შეიძლება თევზის და კვერცხის ერთად მიღება. ნამცხვარი, ფუნთუშა, პეჩენია ჩაის ნაცვლად უმჯობესია ყავასთან ერთად მიირთვათ. ჩაიში არის ტანინები, რომლებიც ხელს შეუშლის ნამცხვრის გადამუშავებას საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

თუ იოგურტთან ერთად მიირთმევთ კივს, მოგიწევთ სასწრაფოდ უარი თქვათ, ორივე პროდუქტი ჯანსაღი და სასარგებლოა, მაგრამ როგორც ჩანს მათი კომბინცია საზიანოა ჯანმრთელობისთვის. კივი შეიცავს ენზიმებს, რომელიც შლის რძის ცილას, სწორედ ამ მიზეზით დაირღვევა საჭმლის მონელების პროცესი.

კიდევ ერთი პოპულარული კომბინაცია – ალკოჰოლი და ტკბილეული. ერთი ბოკალი ღვინო შოკოლადთან ან ნამცხვართან ერთად საზიანოა პანკრეასისთვის და ხელს უშლის მონელებას. ეს კომბინაცია მაღლა სწევს სისხლში შაქრის დონეს და ეს ხდება ძალიან სწრაფად.

ყველა პრობლემა ჩნდება იმის გამო, რომ არ ვიკვებებით სწორად, გონივრული კვება ჯანმრთელობის გარანტიაა.

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*