იაპონელი მცხობელების სიბრძნე ნამდვილად გაგაოცებთ!

შემადგენლობა:

რძე 260 მლ

ხორბლის ფქვილი 370 გ.

შაქარი 6 ს/კ.

მშრალი საფუარი 7 გ

კვერცხი 2 ცალი.

მარილი 1 ჩ/კ.

კარაქი 3 ს/კ.

დარიჩინი 0.5 ჩ/კ.

მომზადება:

პირველად მზადდება ცომის საიდუმლო. ეს არის 100 მლ რძეში არეული 20 გრ.ფქვილი, რომელიც საშუალო ცეცხლზე უნდა ვადუღოთ 3 წუთი. უნდა მივიღოთ პუდინგის მაგვარი მასა. გადმოვდგათ ცეცხლიდნ და გავაციოთ.

დარჩენილ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, 2 ს/კ. შაქარი, დავაცადოთ 10-15 წუთი, რომ აფუვდეს. დაამატეთ დანარჩენი ფქვილი, მარილი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ოთახის ტემპერატურის ათქვეფილი კვერცხი. ათქვიფეთ 5 წუთით მიქსერით ან 10 წუთით ხელით, დაამატეთ 1 ს/კ. კარაქი. ცომი უნდა იყოს ელასტიური, არ უნდა ეკვროდეს ხელს. დააფაარეთ ცომს და დაგით 1,5 საათი თბილ ადგილას, უნდა გაორმაგდეს. დარიჩინი, შაქარი და 2 ს/კ. კარაქი აურიეთ. ყველაფერი მზად არის ფუნთუშების გამოსაცხობად.

ცომი გავშალოთ მაგიდაზე, უნდა იყოს სქელი ბლინის სისქის. დავჭრათ 8 ნაწილად.

как приготовить воздушные булочки

თითოეულს წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ დარიჩინი შაქრით და გადავახვიოთ.

рецепт молочных булочек

გამოსაცხობ ტაფაზე გავშალოთ პერგამენტის ქაღალდი, დავაწყოთ ფუნთუშები, გადავაფაროთ ცელოფანი და დავდგათ თბილ ადგილას.

როცა ამოფუვდება, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 20 წუთით.

секрет воздушной выпечки

როცა გამოცხვება, გადაალაგეთ ღუმელის ბადეზე, რომ გაცივდეს.

как приготовить булочки хоккайдо

იმისათვის, რომ ფუნთუშა კიდევ უფრო უკეთესი იყოს, გირჩევთ გამოიყენოთ ყავისფერი შაქარი თეთრი შაქრის ნაცვლად. თუ გსურთ ჩვენი რეცეპტი, მეგობრებსაც გაუზიარეთ.

 


Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*