უგემრიელესი, განსხვავებული გემოს ხაჭოს ნამცხვარი, რომელიც შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ!

შემადგენლობა:

ხაჭო 500 გ

კვერცხი 4 ცალი.

შაქარი 9 ს/კ.

მზესუმზირის ზეთი 9 ს/კ.

რძე 9 ს/კ.

ხორბლის ფქვილი 12 ს/კ.

მარილი 0.5 ჩ/კ..

ცუკატები გემოვნებით

საცხობი ფხვნილი 1 ცალი.

ვანილის ექსტრაქტი გემოვნებით.

 

მომზადება:

ათქვიფეთ 2 კვერცხი მარილთან ერთად მანამ, სანამ არ გაორმაგდება და გათეთრდება.

დაამატეთ შქარი, ვანილი, ზეთი, რძე, ფქვილში არეული საცხობი ფხვნილი, ცომი უნდა იყოს არაჟანზე სქელი.

საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და ჩაასხით ცომის ნახევარი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

დაწურეთ ხაჭო, დაამატეთ 2 ს/კ. შაქარი, 2 კვერცხი და ცუკატები, ათქვიფეთ და თუ მშრალი იქნება, დაამატეთ 2 ს/კ. არაჟანი.

ღუმელიდან გამოიღეთ გამომცხვარი ფირფიტა, დაასხით ხაჭოს კრემი და ზედ დაასხით დარჩენილი ცომი. ისევ შედგით ღუმელში 30 წუთით, სანამ არ შეწითლდება.

ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!

наливной пирог с творогом

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*