ჯადოსნური ბუნებრივი ანტიოქსიდანტი

Glass of plum juce with fresh fruits in plate on wooden background

სპორტსმენები, ვეგეტარიანელები თვლიან, რომ მცენარეულ საკვებს აქვს სამკურნალო თვისებები, შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება მედიკამენტებზე უკეთ განკურნონ დაავადება. ამავე დროს მცენარეულ საკვებს არანაირი უკუჩვენება არ აქვს.

ხილი და ბოსტნეული ყველაზე ჯანსაღი საკვებია, რომელიც არ გადატვირთავს ჩვენს ორგანიზმს მავნე და უსარგებლო ნივთიერებებით. ყველას გვსმენია შავი ქლიავის სასარგებლო თვისებებზე, ის ითვლება ერთ-ერთ პირველ კულტურულ მცენარედ.

მწიფე ქლიავი შეიცავს 113 მგ. კალიუმს, რომელიც არეგულირებს სისხლის წნევას და ინსულტის რისკს ამცირებს. შეიცავს ასევე სორბიტოლს და ისინინს, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქლიავი შეიცავს ორჯერ მეტ პოლიფენოლის ანტიოქსიდანტებს, ვიდრე პოპულარული ნექტარინები, იგივე ვაშლატამა და ატამი. მოწითალო-მოლურჯო ფერს აძლევს ანტიოქსიდანტი ანტოციანინი. ეს ნივთიერება ამცირებს გულსისხძარღვთა დაავადებებისა და კიბოს რისკს. 2-3 ცალის სისტემატური მიღება ორგანიზმს აწვდის საჭირო რაოდენობის ანტიოქსიდანტებს.

ქლიავი შეიცავს კოფეინის მჟავას, რომელიც კვებას ძვლის ქსოვილს და მცირდება ოსტეოპოროზის საშიშროება. ნედლი ხილი ან მისგან დამზადებული ჩირი აღადგენს უკვე დაზიანებულ ძვლის ქსოვილს, ანელებს დაბერების პროცესს.

შავი ქლიავი შეიცავს მცირე რაოდენობით შაქარს, ამიტომ მისი გამოყენება გვიცავს მეორე ტიპს დიაბეტისგან.

ერთ მწიფე ქლიავში 30 კალორიაა. 2-3 დღის განმავლობაში მისი მიღება ნებისმიერი რაოდენობით დაგაკლებინებთ წონაში 2-5 კგ. შეიძლება მხოლოდ წყლის დალევა.

ქლიავის ექსტრაქტი აფერხებს მკერდის სიმსივნის ყველაზე აგრესიული ფორმების განვითარებას. ის კლავს მხოლოდ კიბოს უჯრედებს და ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს.

ქლიავი სავსეა ანტიოქსიდანტებით. ის კვებავს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სწავლაზე და მეხსიერებაზე, სისტემატიური მიღება პროფილაქტიკური საშუალებაა ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ.

შავი ქლიავი შეიცავს ვიტამინ B6, რომელიც ხელს უწყობს ნერვული იმპულსების სწრაფ გადაცემას და ეხმარება ნერვული სისტემის სწორ ფუნქციონირებას. დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავა ტრიფტოფანს, ის სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, რომელიც მშვიდ ძილზე, კარგ განწყობაზე და კონცენტრაციაზეა პასუხისმგებელი. ქლიავი შეიცავს C ვიტამინის დიდ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის.

ქლიავის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს შფოთვის აღმოფხვრას. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქლოროგენური მჟავების სედატიური თვისებები ქლიავში.

ქლიავი და მათი პროდუქტები სასარგებლოა ორსულობის დროს ვიტამინებისა და მინერალების სიმრავლის გამო. ეს კომპონენტები მნიშვნელოვანია ნაყოფის თვალის, ძვლებისა და ქსოვილების ფორმირებისთვის, დედის უჯრედების ჯანმრთელობასა და ბავშვის ჯანმრთელობაზე.
მისი მრავალმხრივი სასარგებლო თვისების გამო დაიწყებთ ამ საოცარი ხილის რეგულარულ გამოყენებას.

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*