ისეთი არომატულია და გემრიელი, სიტყვები არ მყოფნის!

შემადგენლობა

ღორის ხორცი 1.5 კგ

კარაქი 150 გ

პური 400 გ

ნივრის კბილი 4 ცალი.

ოხრახუში 1 კონა

პროვანსული მწვანილი 1 ჩ/კ.

მარილი, შავი პილპილი, მზესუმზირის ზეთი გემოვნებით.

ხორცი შეამშრალეთ, წაუსვით მარილი და წიწაკა. ცხიმწასმულ ტაფაზე დადეთ და ღუმელში გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.

პური დაჭერით და ბლენდერში დაფხვენით. აურიეთ კარაქი, დაჭრილი მწვანილი, სანელებლები.ფიცარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ზედ გაშალეთ პურის მასა, შედგით მაცივარში ნახევარი საათით.

მაცივრიდან გამოღების შმდეგ დადეთ ზედ გამომცხვარი ხორცის ნაჭერი და გადაახვიეთ. შდგით ღუმელში 35 წუთით. გამოიღეთ, გახსენით და 10 წუთით ისევ შეაბრუნეთ ღუმელში.

გამომცხვარი ხორცი შეაგრილეთ, დააცადეთ სანამ წვენს გამოსცემს და შემდეგ დაჭერით.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*