არომატული ღვეზელი – ის, რაც ყველას უყვარს!

მწვანე ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, კალიუმს, კაროტინს, ვიტამინებს C, B და PP. ზოგადად, ეს არის ავიტამინოზის და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალება.

სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა მწვანე ხახვში აღმოაჩინეს ანტიოქსიდანტი, რომელიც  ხელს უშლის კიბოს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანმა წელიწადში დაახლოებით 10 კილოგრამი ხახვი უნდა მიირთვას , როგორც მწვანე, ასევე ბოლქვის სახით.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გირჩევთ, მიიღოთ რეცეპტი, რომელშიც გამოიყენება ეს ძალიან სასარგებლო ბოსტნეული. სცადეთ, არ ინანებთ!

შემადგენლობა

10 კვერცხი

ხორბლის ფქვილი 7 ს/კ.

სოდა 0.3ჩ/კ.

არაჟანი 200 გ

მაიონეზი 1 ს/კ.

მწვანე ხახვი 150 გ

მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი და მარილი, დაამატეთ არაჟანი და სურვილისამებრ მაიონეზი.

დაამატეთ სოდა, ფქვილი და მოზილეთ ცომი.

6 ცალი მოხარშული კვერცხი გაფცქვენით და დაჭერით, აურიეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მოაყარეთ მარილი და აურიეთ ერთმანეთში.

ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში ჩაასხით ცომის ნახევარი, მოაყარეთ გულსართი და დაასხით დარჩენილი ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

გამოიღეთ ღუმელიდან და გააციეთ. მიირთვით გემრიელად!

 


Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*